1. 1) ლენტით რისამე შეკვრა (˂შე˃კრავს) ან დამაგრება; რაიმესთვის ლენტის შემოხვევა / დახვევა; put it in a box and tape it up firmly ყუთში ჩადე და ლენტით მაგრად შეკარი; someone had taped a letter on the door ვიღაცას კარზე წებოვანი ლენტით წერილი მიემაგრებინა;
2) (off) სპეციალური თეთრი ან ფლუორესცენტული ლენტით შემოსაზღვრა (˂შემო˃საზღვრავს) / შემოფარგვლა (აფეთქების, ნაღმის აღმოჩენის და სხვა ადგილისა); სპეციალური ლენტის გაბმა (ბარიერის სახით, პერიმეტრის მოსანიშნად და მისთ.);
2. მაგნიტურ ლენტზე / ფირზე ჩაწერა (˂ჩა˃წერს); private conversations have been illegally taped კერძო საუბრები კანონის დარღვევით იქნა მაგნიტოფონზე ჩაწერილი;
◇ to have smth., smb. taped საუბ. ʘ კარგად ესმის / ერკვევა; იცის როგორ მოეპყროს ან გაუმკლავდეს; you can't fool me – I've got you taped ვერ მომატყუებ, ვიცი რასაც აპირებ.