1. მცენარის ნაყოფისთვის ყუნწის და მისთ. მოცილება (˂მო˃აცილებს) / მოჭრა; to top and tail gooseberries ხურტკმელის კენკრებისთვის ყუნწებისა და წვეროების მოჭრა;
2. საუბ. ფეხდაფეხ / კვალდაკვალ დევნა (დასდევს); თვალის დევნება, თვალთვალი; the police had been tailing him for several weeks პოლიცია მას რამდენიმე კვირის განმავლობაში კუდში დასდევდა / უთვალთვალებდა;
3. ამერ. ფრენა (ფრენს, მიფრინავს), ჰაერში გადაადგილება (ითქმის საფრენი აპარატის, ფეხბურთის ან სხვა სათამაშო ბურთის და ა.შ. შესახებ); to tail to the right მარჯვნისაკენ გაფრენა; კურსის მარჯვნივ აღება;
4. ავსტრალ.,
ახ.-ზელანდ. მწყემსვა (მწყემსავს), ძოვება; მოვლა (
საქონლისა, ცხვრისა, ცხენებისა);
5. იშვ. რაიმესთვის კუდის ან კუდის მსგავსი დანამატის გაკეთება (˂გა˃უკეთებს) / მიბმა; to tail a letter ასოსთვის "კუდის" გაკეთება (კალიგრაფიულად წერისას); to tail one's name with "esquire" საკუთარი გვარისთვის "ესკვაირის" მიწერა (კეთილშობილურ წარმომავლობაზე პრეტენზიის ქონის ნიშნად);
6. არქ. შეერთება (˂შე˃აერთებს,˂შე˃უერთებს), მიერთება, დაკავშირება;
▭ to tail off შემცირება (˂შე˃მცირდება), დაპატარავება, შესუსტება; the number of visitors tails off in November ნოემბერში მნახველთა რიცხვი მცირდება / კლებულობს; the wind tailed off ქარი ჩადგა; to tail back გრძელი რიგის / ავტოსატრანსპორტო "საცობის" წარმოქმნა (წარმოქმნის); ʘ გადაჭიმულია; ამა თუ იმ სიგრძისაა (ითქმის საგზაო მოძრაობის შეფერხების შედეგად გაჩერებული ან ნელა მოძრავი მანქანების შესახებ) [შდრ. აგრ. tailback]; traffic tailed back for miles after the accident ავტოავარიის შემდეგ მრავალკილომეტრიანი "საცობი" წარმოიქმნა; to tail away = to tail off.