ახალი დიზაინის ცდა ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

system noun
[ʹsɪstəm]
ბეჭდვა

1. 1) სისტემა, რისამე ორგანიზების პრინციპი; the government is planning to reform the educational system მთავრობა საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებას გეგმავს; the American legal system აშშ-ის საკანონმდებლო სისტემა; a system of government მმართველობის სისტემა; the metric system of measuring and weighing ზომა-წონის მეტრული სისტემა;

2) სისტემა, სისტემატურობა, წესრიგი; we need a bit more system in the way we organize our files ჩვენი ფაილების ცოტა უფრო მოწესრიგებულად / სისტემატურად ორგანიზება გვესაჭიროება; there doesn't seem to be any system to the books on these shelves, they're certainly not in alphabetical order წიგნებს ამ თაროებზე არანაირი სისტემა არ ეტყობა, ანბანის მიხედვით ისინი ნამდვილად არ ალაგია;

3) სპეც. სისტემა (ურთიერთმოქმედი / ურთიერთდამოკიდებული ელემენტების, კომპონენტების და ა.შ. ერთობლიობა / სტრუქტურა); a central heating [air conditioning] system ცენტრალური გათბობის [ჰაერის კონდიცირების] სისტემა; a stereo system სტერეოსისტემა; the public transport system საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა; a security system უსაფრთხოების დაცვის სისტემა (სიგნალიზაცია, ვიდეოკამერები და მისთ.); we have a new computerized system in the library ბიბლიოთეკაში ახალი კომპიუტერიზებული სისტემა გვაქვს;

4) ანატ. ორგანიზმი, სხეულის ორგანოთა ერთობლიობა / სისტემა; the central nervous system ცენტრალური ნერვული სისტემა; the digestive system საჭმლის მომნელებელი სისტემა; the body's immune system ორგანიზმის იმუნური სისტემა; you have to wait until the drugs have passed out of your system უნდა დაელოდო, სანამ მედიკამენტები შენი ორგანიზმიდან არ გამოვა;

2. სამხ. სისტემა; კომპლექსი; airspace control system საჰაერო სივრცის დაცვის სისტემა; anti-aircraft system საზენიტო კომპლექსი; man-portable air defence system ხელით გადასატანი საზენიტო რაკეტული კომპლექსი;

3. (the) საუბ. "სისტემა", საზოგადოების, ორგანიზაციის კანონები და წესები (როგორც პიროვნების შემზღუდველი და დამთრგუნველი გარემო); you can't beat the system სისტემას ვერ მოერევი / უნდა შეეგუო; young people rebelling against the system ახალგაზრდები, სისტემას რომ უჯანყდებიან;

to get smth. out of one's system საუბ. თავიდან რისამე ამოგდება, რისამე დავიწყება (ითქმის უსიამოვნო ემოციის, წყენის და მისთ. შესახებ); I was furious, so I went for a run to get it out of my system გაშმაგებული ვიყავი და ამიტომ სარბენად წავედი, ბრაზი თავიდან რომ ამომეგდო / ცოტა გული რომ გადამეყოლებინა.

syrupy system administrator

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0141