![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. (of) სიმბოლო, ემბლემა; a heart shape is the symbol of love გულის ფორმის გამოსახულება სიყვარულის სიმბოლოა; the wheel in the Indian flag is a symbol of peace ბორბალი ინდოეთის დროშაზე მშვიდობის სიმბოლოა; the private jet is a symbol of wealth საკუთარი რეაქტიული თვითმფრინავი სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს [შდრ. აგრ. status symbol]; 2. (for) პირობითი ნიშანი, სიმბოლო (რისამე აღმნიშვნელი); a list of symbols used on the map is given in the index რუკაში გამოყენებული პირობითი ნიშნების სია სარჩევშია მოყვანილი; the symbol for oxygen is O ჟანგბადის აღმნიშვნელი ქიმიური ნიშანი / სიმბოლო არის O; the symbol on the packet is a guarantee that the food has been produced organically პაკეტზე გამოსახული პირობითი ნიშანი / სიმბოლო იმის გარანტიაა, რომ ეს საკვები ნატურალური პროდუქტებისგან არის დამზადებული; 3. სამხ. ჯარის გვარეობათა განმასხვავებელი ნიშანი; ◇ sex symbol სექს-სიმბოლო (ცნობილი პიროვნება, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ სქესობრივად მიმზიდველად მიიჩნევა); Hollywood's newest sex symbol ჰოლივუდის უახლესი სექს-სიმბოლო. |
||||
![]() |
![]() |
|||
| symbiotically | symbolic |