1. რაიმეში გათვითცნობიერებული, ჩახედული; თანამედროვეობაში / თანამედროვე მოვლენებსა და ტენდენციებში "ჩართული"; კარგად ინფორმირებული (განსაკ. თანამედროვე მოვლენების, ტენდენციებისა და იდეების, უახლესი მოდის და მისთ. შესახებ); he seems a switched-on sort of guy იგი თანამედროვეობაში ჩახედული / "გაგებული" კაცი ჩანს; sometime before the age of 16 she developed a desire to be trendy and switched-on სადღაც 16 წლის შესრულებამდე, მას სურვილი გაუჩნდა მოდური და თანამედროვე ყოფილიყო;
2. სასიამოვნოდ აღგზნებული / აღელვებული, გახალისებული; ინტერესით / ენთუზიაზმით აღვსილი; the audience got really switched-on by this music ამ მუსიკამ მსმენელი ხალისით / ენერგიით აღავსო.