ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

switch II verb
[swɪtʃ]
ბეჭდვა

1. 1) რაიმეზე გადასვლა (გადავა) ან გადართვა (ითქმის საქმიანობის, ჩვეულების და მისთ. შეცვლის შესახებ); she started studying English at college, but switched to Business Studies in her second year კოლეჯში ინგლისურის სწავლა დაიწყო, მაგრამ მეორე კურსზე ყოფნისას ბიზნესის შესწავლაზე გადავიდა / გადაერთო; we're in the process of switching over to a new system of invoicing ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესში ვართ; press these two keys to switch between documents on screen ეკრანზე გამოტანილი ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადასასვლელად ამ ორ ღილაკს ˂და˃აჭირე თითი; I'm fed up with my glasses – I'm thinking of switching over to contact lenses ჩემი სათვალე უკვე ყელში ამომივიდა – კონტაქტურ ლინზებზე გადასვლაზე ვფიქრობ;

2) გადატანა (გადაიტანს), გადაყვანა (სხვა საქმიანობაზე, სხვა დროისათვის და სხვ.); the match has been switched from Saturday to Sunday მატჩი შაბათიდან კვირისთვის გადაიტანეს; in the 1980s, several companies switched their attention to the US market XX საუკუნის 80-იან წლებში რამდენიმე კომპანიამ ყურადღება აშშ- ბაზარზე გადაიტანა / აშშ- ბაზარს მიაპყრო; we want to switch the focus away from criticism გვინდა აქცენტი კრიტიკიდან სხვა რამეზე გადავიტანოთ;

2. 1) შეცვლა (˂შე˃ცვლის), გამოცვლა; he may switch his BMW for something else მან შეიძლება თავისი BMW რაიმე სხვით / სხვა მანქანით შეცვალოს; do you think she'll notice if I switch my glass with hers? როგორ გგონია, შეამჩნევს ჩემი ჭიქა მისი ჭიქით რომ შევცვალო? he's just switched jobs მან ეს-ეს არის სამსახური გამოიცვალა; the terrorists will switch tactics ტერორისტები ტაქტიკას შეცვლიან; after the bank robbery, the gang switched cars ბანკის გაძარცვის შემდეგ ბანდიტებმა მანქანა გამოიცვალეს / ერთი მანქანა მიატოვეს და მეორეში გადასხდნენ; I see you've switched the furniture around ვხედავ, ავეჯი გადაგინაცვლებია / ავეჯისთვის ადგილები შეგიცვლია; to switch sides/ allegiance / სხვის მხარეზე გადასვლა; სხვა პარტიის, ლიდერის და მისთ. მხარდამჭერად გახდომა; he switched sides just days before the election არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე იგი მოწინააღმდეგე პარტიის მხარეზე გადავიდა / სხვა პარტიის მომხრე გახდა;

2) გაცვლა (˂გა˃ცვლის, ˂გა˃უცვლის); ʘ ერთმანეთს ˂გა˃უცვლიან; after ten minutes, listener and speaker switch roles ათი წუთის შემდეგ მსმენელი და მოლაპარაკე როლებს ცვლიან; let's switch positions მოდით, ადგილები გავცვალოთ; I'm on duty on Saturday but I'll switch with one of the other men შაბათს მორიგე ვარ, მაგრამ მორიგეობის საათებს ვინმე სხვას გავუცვლი / ვინმე სხვას ვთხოვ შემცვალოს, მე კი მის მაგივრად სხვა დღეს ვიმორიგევებ; have you been able to switch your shift with anyone? მოახერხე, შენი ცვლა / სამუშაო საათები ვინმესთვის გაგეცვალა?

3. (to) ამა თუ იმ მდგომარეობაზე გადართვა (˂გადა˃რთავს; ˂გადა˃ირთვება), ამა თუ იმ რეჟიმზე გადაყვანა ან გადასვლა (ითქმის ხელსაწყოს, მოწყობილობის და მისთ. შესახებ) [იხ. აგრ. ]; switch the heater to maximum გამათბობელი მაქსიმუმზე / მაქსიმალურ სითბოზე გადართე / დააყენე; switch the freezer to "defrost" მაცივარი "გადნობაზე" გადართე; wait until the lights have switched to green დაელოდე, სანამ შუქნიშანი მწვანეზე / მწვანე შუქზე არ გადაირთვება;

switch I switchboard

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0136