(swelled [-d];
swollen,
უპირატ. ამერ. swelled)
1. (up) შეშუპება (˂შე˃შუპდება; ˂შე˃აშუპებს), შესივება, გასივება; after the fall her ankle began to swell up დაცემის შემდეგ კოჭი ნელ-ნელა გაუსივდა; her arm was beginning to swell up where the bee had stung her ფუტკრის ნაკბენ ადგილზე ქალის მკლავი შეშუპებას / გასივებას იწყებდა; it was obvious she had broken her toe, because it immediately started to swell აშკარა იყო, რომ ქალმა ცერი მოიტეხა, ვინაიდან ნატკენმა ადგილმა დაუყოვნებლივ გასივება დაიწყო; the wound swelled up my arm, afflicting me with the most horrid torture ჭრილობამ მკლავი გამისივა და საშინელი ტანჯვა მომაყენა;
2. მოდიდება (˂მო˃ადიდებს; ˂მო˃დიდდება), ადიდება, მომატება (ითქმის მდინარის, ზღვაში წყლის დონის და მისთ. შესახებ); heavy rain has swollen the rivers კოკისპირულმა წვიმამ მდინარეები აადიდა / მდინარეების ადიდება გამოიწვია; they can bring rain and make the rivers swell მათ შეუძლიათ წვიმა მოიყვანონ და მდინარეები აადიდონ;
3. (out) გაბერვა (˂გა˃ბერავს; ˂გა˃იბერება), დაბერვა; the sails swelled (out) in the wind იალქნები ქარისაგან დაიბერა; the wind swelled (out) the sails ქარმა იალქნები გაბერა / დაბერა; his heart / breast / swelled with pride გადატ. მას გული სიამაყით აევსო;
4. გაზრდა (
˂გა
˃ზრდის;
˂გა
˃იზრდება), გადიდება, მომატება; the crowd swelled to 600 by the end of the evening საღამოს ბოლოსათვის ბრბო / შეკრებილი ხალხის რაოდენობა 600 კაცამდე გაიზარდა; membership has swelled to over 20 000 წევრების რაოდენობა გაიზარდა და 20 000-
ს გადააჭარბა; twenty-five employees have joined the union in this month alone, swelling its ranks to 110 მხოლოდ ამ თვეში
პროფესიულ კავშირში ოცდახუთი თანამშრომელი გაწევრიანდა, რამაც მისი რიგები / წევრების რაოდენობა 110 კაცამდე გაზარდა;
5. წიგნ. გაძლიერება (˂გა˃ძლიერდება), მომატება (ითქმის ხმის, ხმაურის, გრძნობის შესახებ); the cheering swelled through the hall დარბაზში მისასალმებელი შეძახილების ხმამ ძალა მოიკრიბა / იმატა; music swelled around us ჩვენ გარშემო მუსიკის ხმა სულ უფრო ხმამაღლა ისმოდა; hatred swelled inside him სიძულვილის გრძნობა გაუძლიერდა / მოეძალა.