ახალი დიზაინის ცდა ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sweet spot noun
[ʹswi:tspɒt]
ბეჭდვა

1. სპორტ. იდეალური წერტილი, მოსახერხებელი ადგილი (ჩოგნის, ტაფელას, გოლფის სათამაშო ჯოხის და მისთ. ცენტრალური ნაწილი, რომელიც ბურთის მაქსიმალურად ეფექტიანად დარტყმის შესაძლებლობას იძლევა);

2. იდეალური / ოპტიმალური წერტილი; ოქროს შუაგული (რისამე ადგილი, არე, რაოდენობა, ზომა-ხარისხი, თანაფარდობა და ა.შ., რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა); the engine's sweet spot of rpm's for maximum fuel efficiency წუთში ძრავას ბრუნთა ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც საწვავის ხარჯვის მაქსიმალურ ეკონომიურობას უზრუნველყოფს; finding the sweet spot between making the puzzle challenging but not impossible თავსატეხის შედგენისას სირთულის იმგვარი ოპტიმალური დონის მიგნება, რომლის წყალობითაც მისი ამოხსნა საინტერესო და ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი; the country's economy is in a sweet spot that should slow inflation rate for some time ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად ოპტიმალურ მდგომარეობაშია, რამაც გარკვეული პერიოდით ხელი უნდა შეუწყოს ინფლაციის ტემპის შენელებას.

sweet potato sweet talk I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0146