1. ˂და˃გვა, ˂და˃ხვეტა; გამოგვა, გამოხვეტა; გასუფთავება, გაწმენდა (იატაკისა, საკვამურისა და მისთ. – ცოცხით, ჯაგრისით და სხვ.); this floor needs a good sweep ამ იატაკს ერთი კარგი დაგვა / გამოგვა უნდა; I've given the kitchen floor a sweep სამზარეულოს იატაკი გამოვგავე / გამოვხვეტე;
2. ხელის და მისთ. მოქნევა, გაქნევა; he showed us which way to go with a sweep of his arm მან ხელის გაქნევით გვაჩვენა / მიგვითითა, საით უნდა წავსულიყავით; with a single sweep of his sword, he cut through the rope ხმლის ერთი მოქნევით მან ბაგირი გადაჭრა; with a sweep of its tail, the alligator knocked her under the water კუდის მოქნევით ალიგატორმა ქალი წყალში ჩააგდო / ჩააყურყუმელავა;
3. 1) გრძელი, რკალისებრი ხაზი ან მონაკვეთი (გზისა, მდინარისა, სანაპიროსი და სხვ.); მრუდი, კლაკნი, მოსახვევი; a long sweep of sandy beach ქვიშიანი ნაპირის გრძელი, რკალისებრი კონტური; an extensive meadow, through which the river flows in three sweeps or bends ვრცელი მინდორი, რომელზეც მდინარე მიედინება და სამ კლაკნს თუ მოსახვევს აკეთებს;
2) სივრცე, ფართობი; the sweep of the plains ველების სივრცე, ვრცელი ველები;
4. მოქმედების არე, დიაპაზონი; ფარგლები, საზღვრები; her book covers the long sweep of the country's history მისი წიგნი ქვეყნის ისტორიის ვრცელ მონაკვეთს მოიცავს; I was most impressed by the broad sweep of her argument ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი არგუმენტაციის ფართო დიაპაზონმა / სპექტრმა;
5. ძებნა, ძიება; დაზვერვის წარმოება, შემოვლა, დათვალიერება; ადგილის, შენობის ˂გა˃ჩხრეკა; on sweep for targets მიზნების ძიებაში; the police finished their sweep through the woods პოლიციამ ტყეების შემოწმება / გაჩხრეკა დაასრულა; the rescue helicopters made one last sweep to try and find the missing yachtsmen სამაშველო შვეულმფრენებმა უკანასკნელად შემოუფრინეს ზღვას დაკარგული იახტსმენების მოსაძებნად;
6. სამხ. ტრალვა, ამოტრალვა / ტრალით ამოკრეფა (ნაღმებისა);
7. = chimney-sweep;
8. ელექტრ. გაშლა (სხივის მოძრაობა ელექტრონულ-სხივური მილაკის, რადარის და მისთ. ეკრანზე);
◇ clean sweep სრული გამარჯვება (არჩევნებში, სპორტულ შეჯიბრებაში და სხვ.) [იხ. აგრ. clean I ◇]; china made a clean sweep of the medals in the gymnastics events ჩინეთის ნაკრებმა სატანვარჯიშო პროგრამაში ყველა მედალი მოიპოვა; the opinion poll suggests a clean sweep for the Democrats საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა დემოკრატებს არჩევნებში სრულ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს.