ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sweat II verb
[swɛt]
ბეჭდვა

1. გაოფლიანება (˂გა˃ოფლიანდება); ʘ ოფლის სდის / ასხამს; to sweat heavily / profusely / ʘ ბევრი ოფლი სდის; ძლიერ ოფლიანდება; ოფლად იღვრება; I'd been running and I was sweating ვირბინე / ნარბენი ვიყავი და ოფლი მდიოდა; it was so hot when we arrived in Tripoli that we started to sweat as soon as we got off the plane როდესაც ტრიპოლიში ჩავფრინდით, ისეთი სიცხე იყო, რომ როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მაშინვე ოფლმა დაგვასხა;

2. (over) მძიმედ / დაძაბულად მუშაობა (მუშაობს) / შრომა, "ოფლის ღვრა" (რისამე მისაღწევად ან გასაკეთებლად); I've been sweating over that problem all day მთელი დღეა იმ პრობლემაზე თავს ვიმტვრევ; she's been sweating over that essay all afternoon შუადღის მერე სულ იმ თხზულებაზე შრომობს; to be sweating over a hot stove სამზარეულოს ღუმელთან მუშაობა / ოფლის ღვრა, საჭმელების მომზადება [შდრ. აგრ. slave II];

3. 1) დაორთქვლა (˂და˃იორთქლება), წყლის წვეთებით დაფარვა (ითქმის სათვალის მინის, რისამე ზედაპირის და მისთ. შესახებ); the walls in older houses sometimes sweat with damp ძველ სახლებში კედლები სინესტისგან ზოგჯერ წყლის წვეთებით იფარება ხოლმე;

2) დაცვარვა (˂და˃იცვარება), ცხიმის ან წვნის წვეთებით დაფარვა (ითქმის საკვები პროდუქტის შესახებ); cheese stored at room temperature will quickly begin to sweat ოთახის ტემპერატურაზე შენახული ყველი მალევე იწყებს დაცვარვას / ცხიმის წვეთებით დაფარვას;

to sweat blood, to sweat one's guts out მძიმედ / დაძაბულად შრომა; წელებზე ფეხს იდგამს; don't sweat it ამერ. საუბ. არ იღელვო, არ ინერვიულო; don't sweat it, I'll lend you the money არ ინერვიულო / ნუ გეშინია, ფულს მე გასესხებ.

sweat I sweater

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0132