ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

susceptible adjective
[səʹsɛptəbl]
ბეჭდვა

1. (to) მგრძნობიარე, დაუცველი (რისამე ზემოქმედების, ავადმყოფობის და მისთ. მიმართ.); ამთვისებელი, აღმქმელი, ადვილად მიმღები (რისამე ზემოქმედებისა, ავადმყოფობისა და მისთ.) [შდრ. აგრ. insusceptible]; he's highly susceptible to flattery მლიქვნელობა / პირფერობა მასზე ძალზე ადვილად მოქმედებს; she isn't very susceptible to pressure მასზე ზეწოლა მაინცდამაინც ძლიერ არ მოქმედებს, ზეწოლას იგი მაინცდამაინც ადვილად არ ემორჩილება; some of these plants are more susceptible to frost damage than others ზოგიერთი ეს მცენარე უფრო ადვილად ზიანდება ყინვისაგან, ვიდრე სხვები; soil on the mountain slopes is very susceptible to erosion მთის ფერდობებზე ნიადაგი ძალზე ადვილად განიცდის ეროზიას; some people are more susceptible to alcohol than others ზოგიერთი ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ალკოჰოლისადმი, ვიდრე სხვები; people in a new country are highly susceptible to illness უცხო ქვეყანაში ახალი ჩასულები ძალზე ადვილად ავადდებიან; among particularly susceptible children, the disease can develop at a very young age განსაკუთრებით ადვილად ამთვისებელ / მისდამი მგრძნობიარე ბავშვებში ეს დაავადება ძალზე ადრეულ ასაკში შეიძლება განვითარდეს; older people are more susceptible to the virus ხანდაზმულ ადამიანებს ამ ვირუსის უფრო ადვილად ამთვისებლობა ახასიათებთ / ეს ვირუსი უფრო ადვილად ერევათ;

2. შთაბეჭდილებიანი, მგრძნობიარე; სხვისი ემოციური გავლენის ქვეშ ადვილად რომ ექცევა; she was both charming and susceptible იგი ერთდროულად მომხიბვლელიც იყო და მგრძნობიარეც; they persuade susceptible teenagers to part with their money ისინი სუსტი ნებისყოფის მქონე მოზარდებს არწმუნებენ, ფული დახარჯონ / გაიღონ;

3. (of, to) წიგნ. რაიმეს რომ ექვემდებარება ან ემორჩილება, რისამე შესაძლებლობას რომ იძლევა; the facts are susceptible of other explanations ფაქტები სხვაგვარ ახსნასაც ექვემდებარება / სხვაგვარადაც შეიძლება აიხსნას; working conditions are susceptible of improvement by legislation სამუშაო პირობები საკანონმდებლო გზით შეიძლება გაუმჯობესდეს; Shakespeare's plays are susceptible to various interpretations შექსპირის პიესები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ექვემდებარება / სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული; theories about history are not susceptible to being proved in the same way that scientific theories are ისტორიასთან დაკავშირებული ფაქტები ისეთნაირადვე არ შეიძლება დამტკიცდეს, როგორც სამეცნიერო თეორიები მტკიცდება.

susceptibility sushi

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0489