1. გადარჩენა, ცოცხლად დარჩენა; არსებობის გაგრძელება; the struggle / the battle, the fight / for survival ბრძოლა გადარჩენისათვის; his only chance of survival was a heart transplant მისთვის გადარჩენის / ცოცხლად დარჩენის ერთადერთი შანსი გულის გადანერგვა იყო; his main concern is to ensure his own political survival გადატ. მის ძირითად საზრუნავს საკუთარი პოლიტიკური თვითგადარჩენის უზრუნველყოფა წარმოადგენს; the survival of the fittest ბიოლ. ბუნებრივი გადარჩევა;
2. (from) გადმონაშთი; ამა თუ იმ დროიდან ან ეპოქიდან შემორჩენილი რამ; the ceremony is a survival from pre-Christian times ეს ცერემონია წინაქრისტიანული / ქრისტიანობამდელი ხანის გადმონაშთს წარმოადგენს; most of these traditions are survivals from earlier times ამ ტრადიციათა უმეტესი ნაწილი უფრო ადრინდელი დროის / წარსულის გადმონაშთებს წარმოადგენს.