1. (of) უეცარი მოზღვავება, მოწოლა, გაძლიერება (ამა თუ იმ გრძნობისა); she felt a sudden surge of anger მან სიბრაზის უეცარი მოზღვავება იგრძნო; a surge of excitement აღელვებულობის / აგზნებულობის გაძლიერება / მოძალება;
2. (in, of) უეცარი გაზრდა, მომატება (რისამე რაოდენობისა, სიდიდისა და მისთ.); a surge in food costs სურსათის ფასების მკვეთრი გაზრდა / მომატება; a surge of reporters' interest in his finances მისი ფინანსური საქმეებისადმი რეპორტიორების ინტერესის გაძლიერება; a surge in demand მოთხოვნის უეცარი გაზრდა (საქონელზე, მომსახურებაზე); a sudden surge in sales საქონლის გასაღების / რეალიზაციის მოცულობის უეცარი გაზრდა;
3. (of) საითკენმე გავარდნა / გაქანება, სწრაფი მოძრაობა; მოვარდნა, მოზღვავება, მოწყდომა (წყლისა, დიდძალი ხალხისა და მისთ.); at the end of the game, there was a surge of fans onto the field თამაშის შემდეგ გულშემატკივრები / ფანები მოედანზე გაცვივდნენ; a surge of demonstrators broke through the fence დემონსტრანტების მიწოლამ / ტალღამ ბარიერი გაარღვია; a surge of refugees into the country ქვეყანაში ლტოლვილების მოწყდომა / მოზღვავება; a tidal surge caused severe flooding in coastal areas ქარიშხლის შედეგად ზღვის წყლის მოდენამ / მოვარდნამ სანაპირო რაიონების კატასტროფული დატბორვა გამოიწვია;
4. ელექტრ. ქსელში ძაბვის ნახტომი / უეცარი გაძლიერება; გადამეტძაბვის იმპულსი; an unexpected surge in electrical power caused the computer to crash ძაბვის უეცარმა ნახტომმა / მომატებამ კომპიუტერი მწყობრიდან გამოიყვანა; a device that protects your computer against electrical surges მოწყობილობა, რომელიც თქვენს კომპიუტერს
ელექტროდენის ძაბვის ნახტომებისგან იცავს;
5. უპირატ. პოეტ., რიტორ. 1) დიდი ტალღა, ზვირთი; a noble sea view where grand surges move in ranks till they beat furiously on the shore ზღვის დიდებული ხედი, სადაც უზარმაზარი ტალღები მწკრივებად მოძრაობენ, სანამ გააფთრებით ნაპირს არ მიეხლებიან;
2) ტალღების ცემა, ზვირთცემა; ზღვის ღელვა; it was in a place where there could be no landing, there being a great surge on the beach ეს ისეთ ადგილას მოხდა, სადაც ხმელეთზე გადასხდომა შეუძლებელი იყო ზღვის ნაპირთან ძლიერი ზვირთცემის / ძლიერი ღელვის გამო.