I
1. ფიქრი (ფიქრობს), მიჩნევა, ვარაუდი; what do you suppose could have happened? როგორ ფიქრობ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო? how do you suppose he got here? შენი აზრით, აქ როგორ მოხვდა? I suppose I got there about noon ვფიქრობ / ჩემი აზრით, იქ დაახლოებით ნაშუადღევისთვის მივედი; he supposed the girl to be about twelve იგი ფიქრობდა / ვარაუდობდა, რომ გოგონა დაახლოებით თორმეტი წლისა უნდა ყოფილიყო; getting a visa isn't as simple as you might suppose ვიზის აღება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება გეგონოს / ივარაუდო; prices will go up, I suppose ვფიქრობ / ჩემი ვარაუდით, ფასები მოიმატებს; what time do you suppose he'll be arriving? როგორ ფიქრობ / ვარაუდობ, როდისთვის შეიძლება ჩამოვიდეს? she had supposed him (to be) very rich ქალის აზრით / ვარაუდით, იგი ძალზე მდიდარი კაცი იყო; I had supposed his wife a younger woman მისი ცოლი უფრო ახალგაზრდა ქალი მეგონა; I don't suppose for a minute that he'll agree ერთი წუთითაც არ ვფიქრობ / არ ვვარაუდობ, რომ იგი დათანხმდება; why do you suppose he resigned? რატომ ფიქრობ / გგონია / ვარაუდობ, რომ იგი გადადგა? there were many more deaths than was first supposed დაღუპული ბევრად უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ / ვარაუდობდნენ; there is no reason to suppose she's lying არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ / ვივარაუდოთ, რომ იგი ტყუის;
2. დაშვება (˂და˃უშვებს), წარმოდგენა (რისამე შესაძლებლობისა); let us suppose, for example, that you are married with two children დავუშვათ / წარმოვიდგინოთ, მაგალითად, რომ დაქორწინებული ხართ და ორი შვილი გყავთ; if we suppose the octahedron to be placed with its axis horizontally თუ დავუშვებთ, რომ ოქტაედრი თავისი ღერძით ჰორიზონტალურად არის განლაგებული; let us suppose that there is a town which is able to support two banks დავუშვათ / წარმოვიდგინოთ, რომ არის ისეთი ქალაქი, სადაც ორი ბანკის ფუნქციონირებაა შესაძლებელი; suppose him dead – what then? დავუშვათ, / წარმოიდგინე, რომ იგი გარდაიცვალა, მაშინ როგორღა მოვიქცეთ?
3. I suppose: 1) ვფიქრობ; ალბათ (იხმ. თავაზიანი თხოვნისას, არაკატეგორიული ფორმით რისამე მტკიცებისას და მისთ.); I suppose you couldn't lend me £5 till tomorrow, could you? ალბათ ხვალამდე 5 გირვანქა სტერლინგს ვერ მასესხებ, არა? ხვალამდე 5 გირვანქა სტერლინგს ხომ ვერ მასესხებდი? I don't suppose (that) I could have a look at your newspaper, could I? ალბათ შენს გაზეთში არ ჩამახედებ / გაზეთს არ მათხოვებ, არა? ცოტა ხნით შენს გაზეთში ხომ ვერ ჩამახედებდი? I suppose all the tickets will be sold by now ალბათ / ვფიქრობ, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია;
2) ვფიქრობ; რატომაც არა; ჰო, შეიძლება; (იხმ. რაიმე არასასურველზე იძულებით / უხალისოდ დათანხმებისას); "can I borrow the car?" "I suppose so" "შეგიძლია მანქანა მათხოვო?" – "პრინციპში, შემიძლია" / "ჰო, რატომაც არა"; "can I come with you?" "I suppose so" "შეიძლება მეც წამოგყვე?" "ჰო, რა ვიცი";
3) ეტყობა; როგორც ჩანს (იხმ. უკმაყოფილების, გაღიზიანების და მისთ. გამოსახატავად); I suppose (that) you're going to be late again ეტყობა, ისევ დაგაგვიანდება; I suppose (that) you think that's funny. Well, I certainly don't ეტყობა / როგორც ჩანს, შენ ეს სასაცილოდ მიგაჩნია. მე კი ასე ნამდვილად არ ვფიქრობ;
4. წიგნ. ʘ გულისხმობს, ითვალისწინებს,
წინასწარი პირობის სახით მოითხოვს (
ითქმის წესის, თეორიის და მისთ. შესახებ); the company's plan supposes a steady increase in orders კომპანიის
მიერ შედგენილი გეგმა შეკვეთების სტაბილურ ზრდას გულისხმობს; the procedure supposes that a will has already been proved
ეს პროცედურა გულისხმობს / მოითხოვს, რომ ანდერძი უკვე დამტკიცებული უნდა იყოს; the theory supposes a predisposition to interpret utterances
ეს თეორია გამონათქვამების ინტერპრეტაციისადმი / გაგებისადმი თანდაყოლილ მიდრეკილებას გულისხმობს; your policy supposes full employment თქვენი
სადაზღვევო პოლისი სრული შტატით დასაქმებას გულისხმობს / მოითხოვს;
II ბ
1. to be supposed to do smth. 1) ʘ ვალდებულია რაიმე გააკეთოს; რაიმე ევალება / მართებს / მოეთხოვება; you were supposed to be here an hour ago! აქ ერთი საათის წინ უნდა ყოფილიყავით! you're supposed to buy a ticket, but not many people do წესით, ბილეთი უნდა ავიღოთ, მაგრამ ამას ცოტა ვინმე თუ აკეთებს; we're supposed to check out of the hotel by 11 o'clock სასტუმროდან 11 საათისთვის უნდა ამოვეწეროთ; I'm not supposed to tell anyone მე ეს არავის არ უნდა ვუთხრა; what time are you supposed to be there? იქ რა დროს / რომელ საათზე უნდა იყო? I thought we were supposed to be paid today მეგონა, ფული ჩვენთვის დღეს უნდა გადაეხადათ; the engine doesn't sound like it's supposed to ძრავა ისეთ ხმას არ გამოსცემს, როგორსაც უნდა გამოსცემდეს; how was I supposed to know you were waiting for me? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ მელოდებოდი? what is that supposed to mean? ნეტავ / ვითომ ეს რას უნდა ნიშნავდეს?
2) ʘ ითვლება, მიიჩნევა; I haven't seen it myself, but it's supposed to be a great movie თავად მე არ მინახავს, მაგრამ ითვლება, რომ ძალიან კარგი კინოა; her new book is supposed to be very good ითვლება, რომ მისი ახალი წიგნი ძალიან კარგია; eating too much fat is commonly supposed to cause heart disease მეტისმეტად ბევრი ცხიმის ჭამა, როგორც წესი, გულის დაავადების გამომწვევად ითვლება; this combination of qualities is generally supposed to be extremely rare თვისებათა ამგვარი კომბინაცია საზოგადოდ უაღრესად იშვიათად მიიჩნევა;
2. not be supposed to do smth. ʘ რისამე უფლება არ აქვს; რაიმე არ უნდა გააკეთოს; you're not supposed to walk on the grass ბალახზე არ უნდა იარო; ბალახზე სიარული არ შეიძლება.