ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

support II verb
[səʹpɔ:t]
ბეჭდვა

1. მხარის დაჭერა (˂და˃უჭერს), მხარდაჭერის აღმოჩენა; დახმარება; to support a proposal შემოთავაზებული წინადადებისთვის მხარის დაჭერა; several large companies are supporting the project ამ პროექტს რამდენიმე მსხვილი კომპანია უჭერს მხარს; which political party do you support? რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერთ მხარს? do you support their views on nuclear weapons? მხარს უჭერთ მათს შეხედულებებს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით? if you raise it at the meeting, I'll support you თუ სხდომაზე ამ საკითხს წამოჭრით / დააყენებთ, მე თქვენ მხარს დაგიჭერთ; an organization that supports people with AIDS ორგანიზაცია, რომელიც შიდსით დაავადებულებს ეხმარება;

2. საარსებო საშუალებებით, საჭმლით, ფულით და სხვ. უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს); რჩენა; ʘ აცხოვრებს, ასაზრდოებს, კვებავს; I have a wife and two children to support ცოლი და ორი შვილი მყავს სარჩენი; she supports her family by teaching evening classes ოჯახს იმით არჩენს, რომ საღამოობით კოლეჯში ლექციებს / მეცადინეობებს ატარებს; I have no idea how I am going to support myself წარმოდგენა არა მაქვს, თავი როგორ / რითი უნდა ვირჩინო; because of pollution, this lake is now too acid to support fish დაბინძურების გამო ამ ტბაში მჟავიანობა უკვე ისეა გაზრდილი, რომ მასში თევზები ვეღარ იარსებებენ; this land can't support many cattle ამ მიწას ბევრი საქონლის გამოკვება არ შეუძლია; the atmosphere of Mars could not support life მარსის ატმოსფერო ცხოვრებისთვის გამოუსადეგარია;

3. რაიმესთვის საყრდენის უზრუნველყოფა (უზრუნველყოფს), რისამე დაჭერა; ʘ რისამე საყრდენია / საბჯენია, რაიმეს ამაგრებს / შეებჯინება; a platform supported by concrete pillars პლატფორმა, რომელიც ბეტონის სვეტებს უჭირავს / ეყრდნობა; the middle part of the bridge is supported by two huge towers ხიდის შუა ნაწილი ორ უზარმაზარ კოშკს უჭირავს / ეყრდნობა; support the baby's head when you hold it როდესაც ჩვილი ხელში გიკავია, თავი დაუჭირე; during sleep, our spine no longer needs to support the weight of our body ძილის დროს ჩვენს ხერხემალს ჩვენი სხეულის სიმძიმის დაჭერა / გაძლება აღარ უხდება; I got to my feet, supporting myself on the side of the table მაგიდის კიდეს დავეყრდენი და ფეხზე წამოვდექი; is this ladder strong enough to support me? ეს კიბე გამიძლებს?

support I support battalion

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0408