ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

superficial adjective
[͵su:pəʹfɪʃl, ͵sju:-]
ბეჭდვა

1. ზედაპირული, არაღრმა, მხოლოდ ზედაპირზე არსებული (აგრ. გადატ.); a superficial wound ზედაპირული / არაღრმა / არასერიოზული ჭრილობა; superficial burns ზედაპირული / არასერიოზული დამწვრობები; a superficial deposit of acidic soils მჟავე ნიადაგების ზედაპირული დანალექი / ფენა; superficial differences [similarities] ზედაპირული / არაარსებითი განსხვავებები [მსგავსებები]; when you first meet her, she gives a superficial impression of warmth and friendliness როდესაც მას პირველად ხვდები, იგი სითბოსა და კეთილგანწყობილების ზედაპირულ შთაბეჭდილებას ტოვებს / ერთი შეხედვით თბილი და კეთილგანწყობილი ადამიანი ჩანს;

2. 1) ხშ. კიცხვ. ზედაპირული, არაღრმა, ზერელე; a superficial analysis ზედაპირული / არაღრმა / ზერელე ანალიზი; the book shows only a superficial understanding of the historical context წიგნში ისტორიული კონტექსტის მარტოოდენ ზედაპირული / ზერელე გააზრებაა წარმოდგენილი; even a superficial inspection revealed serious flaws ზედაპირულმა / ზერელე ანალიზმაც კი სერიოზული ნაკლოვანებები / დეფექტები გამოავლინა;

2) კიცხვ. ზერელე, არასერიოზული, დაუდევარი (ითქმის ადამიანის, მისი საქციელის და მისთ. შესახებ); he's a very superficial sort of person იგი ძალიან ზერელე / არასერიოზული ადამიანია; a superficial friendship ზერელე / არასერიოზული / არაგულწრფელი მეგობრობა; the guests engaged in superficial chatter სტუმრები ზერელე / უშინაარსო მასლაათით იყვნენ დაკავებულნი.

supercontinent superficiality

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0523