ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sum I noun
[sʌm]
ბეჭდვა

1. თანხა, ფულის ესა თუ ის რაოდენობა; a large sum of money დიდი ფულადი თანხა, დიდძალი ფული; a six-figure sum ექვსნიშნა თანხა; the sum of £4000 თანხა 4000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით;

2. 1) (of) რიცხვების ჯამი; the sum of 7 and 12 is 19 7-ისა და 12-ის ჯამი უდრის 19-;

2) რისამე ჯამი, საერთო რაოდენობა (აგრ. sum total); this is the sum of my achievements so far ამ დროისათვის სულ ეს არის ჩემი მიღწევების ჯამი; I'm afraid that's the pitiful sum of my knowledge on the subject! ვშიშობ, სულ ეს გახლავთ მოკრძალებული ჯამი იმისა, რაც მე ამ საკითხის / საგნის შესახებ ვიცი! it's the sum total of what you eat over a long period that matters and not what you consume in a day მნიშვნელოვანია საერთო ჯამი / რაოდენობა იმისა, რასაც დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჭამთ, და არა ის, რასაც ერთი რომელიმე დღის განმავლობაში მიირთმევთ; a photo, a book of poems and a gold ring – this was the sum total of his possessions ფოტოგრაფია, ლექსების კრებული და ოქროს ბეჭედი – სულ ეს იყო მთელი მისი ავლადიდება;

3. მარტივი გაანგარიშება / გამოთვლა, ანგარიში, არითმეტიკული მოქმედებები (მიმატება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა; აგრ. number work); to do a sum in one's head გონებაში რისამე გამოანგარიშება / გამოთვლა; I was good at sums at school სკოლაში სწავლისას ანგარიში / მათემატიკური მოქმედებები / მიმატება-გამოკლება მეხერხებოდა; kids these days can't do sums without a calculator ჩვენს დროში ბავშვებს კალკულატორის გარეშე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება / მიმატება-გამოკლება არ შეუძლიათ; if I've got my sums right, I should be able to afford the rent თუ სწორად ვიანგარიშე, ბინის ქირის გადახდა ჩემთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;

in sum წიგნ. მთლიანობაში, საბოლოო ჯამში; მოკლედ რომ ვთქვათ; the meeting was, in sum, a disaster მთლიანობაში / საბოლოო ჯამში, შეხვედრა ნამდვილი კატასტროფა იყო; it was, in sum, a complete failure მოკლედ, ეს სრული კრახი იყო; that is, in sum, what I have to say მთლიანობაში, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა; the sum and substance of smth. რისამე არსი; to be greater/ more, better etc / than the sum of its parts მთლიანობაში უკეთესია, ვიდრე ცალკე აღებული თითოეული მისი წევრი / შემადგენელი ნაწილი (ითქმის ჯგუფის, გუნდის და მისთ. შესახებ); the team is greater than the sum of its parts გუნდს მაღალი კლასის შემსრულებლები არა ჰყავს, მაგრამ მთლიანობაში კარგ თამაშს / შედეგებს აჩვენებს.

sultry sum II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0170