ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

suicidal adjective
[͵su:ɪʹsaɪdl, ͵sju:ɪ-]
ბეჭდვა

1. 1) თავის მოკვლა რომ სურს, სუიციდური მისწრაფებების მქონე; თვითმკვლელობის პირას მყოფი; on bad days I even felt suicidal ცუდი დღეები / უსიამოვნებები როცა მქონდა, თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი ხოლმე; he was so depressed after his girlfriend left him that I actually thought he was suicidal მას შემდეგ, რაც მეგობარმა გოგონამ მიატოვა, იგი ისეთ დეპრესიაში იყო, რომ სერიოზულად ვფიქრობდი, თავის მოკვლას ხომ არ აპირებს-მეთქი; she was depressed and almost suicidal მას დეპრესია ჰქონდა და თითქმის თვითმკვლელობის პირას იყო;

2) თვითმკვლელური, სუიციდური; suicidal tendencies თვითმკვლელური / სუიციდური ტენდენციები / მიდრეკილებები;

2. თვითმკვლელობის ტოლფასი, დამღუპველი, უაღრესად სახიფათო; a suicidal decision თვითმკვლელობის ტოლფასი / დამღუპველი გადაწყვეტილება; a suicidal leap into the swollen river თვითმკვლელობის ტოლფასი / უაღრესად სახიფათო გადახტომა ადიდებულ მდინარეში; it would be suicidal to risk going out in this weather ასეთ ამინდში გარეთ გასვლის გაბედვა თვითმკვლელობის ტოლფასია / ძალზე სახიფათოა; he took some suicidal risks იგი ძალზე დიდ რისკზე წავიდა / საკუთარი თავი დიდ საფრთხეში ჩაიგდო; the new economic policies could prove suicidal for the party ახალი ეკონომიკური პოლიტიკა პარტიისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი / დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

suggestively suicide

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0436