1. წოვა (წოვს, სწოვს); გამოწოვა, გამოწუწნა; ˂შე˃სრუპვა; the baby sucked at its mother's breast ჩვილი დედამისის ძუძუს წოვდა; to suck the juice from an orange ფორთოხლიდან წვნის გამოწუწნა / გამოწოვა; she was noisily sucking up milk through a straw იგი ხმაურით სრუპავდა რძეს კოქტეილის ჩხირით; only the female mosquito can suck blood and transmit malaria სისხლის ˂ამო˃წოვა და მალარიის გავრცელება მხოლოდ დედალ კოღოს შეუძლია;
2. (at, on) წუწნა (წუწნის) პირში ჩადებული რისამე; he was noisily sucking on a sweet იგი ხმაურით წუწნიდა კანფეტს; she sucked a mint იგი პიტნის ყინულკარამელს წუწნიდა; the baby was sucking its thumb ჩვილი თავის ცერა თითს წუწნიდა; to suck smth. dry რისამე გამოწუწნა / წუწნით გამოშრობა (აგრ. გადატ.);
3. შესრუტვა (˂შე˃ისრუტავს), შეწოვა; plants suck moisture from the soil მცენარეები ნიადაგიდან ტენს ისრუტავენ / იწოვენ; vacuum cleaners suck up the dirt მტვერსასრუტები ჭუჭყს ისრუტავენ; the canoe was sucked down into the whirlpool კანოე მორევმა ჩაითრია; he put the cigarette to his lips and sucked in the smoke პირში სიგარეტი ჩაიდო და კვამლი შეისრუტა / შეისუნთქა; he sucked in air between sentences ლაპარაკისას, იგი წინადადებებს შორის დროდადრო ჰაერს შეისუნთქავდა ხოლმე;
4. უპირატ. ამერ. სლ. ʘ ცუდია, უვარგისია; არასასიამოვნოა, საზიზღარია; their new CD sucks მათი ახალი კომპაქტ-დისკი არაფრად არ ვარგა; while my brother was sick, I had to do all of his chores and it sucked სანამ ჩემი ძმა ავად იყო, მთელი მისი ყოველდღიური საქმეების კეთება მე მიხდებოდა და ეს მაგარი საზიზღრობა იყო;
▭ to suck in, into რაიმეში ჩათრევა (˂ჩა˃ითრევს), მისი ნების წინააღმდეგ ჩაბმა; the US had no intention of getting sucked into another war in Europe აშშ-ს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, კიდევ ერთ ევროპულ ომში ყოფილიყო ჩათრეული;
to suck up (to) საუბ. კიცხვ. მლიქვნელობა (მლიქვნელობს, ემლიქვნელება), ფეხქვეშ გაგება; he's always sucking up to the boss იგი ყოველთვის ემლიქვნელება ბოსს / უფროსს;
◇ to suck it and see თავად ნახვა, თავად ˂გა˃სინჯვა, თავად გამოცდა (რაიმეზე საკუთარი აზრის შესაქმნელად, რისამე შესაფასებლად); I'm not sure whether this paint is the right colour for the bedroom – we'll just have to suck it and see არ ვიცი, ამ ფერის საღებავი საძინებელი ოთახისთვის გამოგვადგება თუ არა – უბრალოდ უნდა მოვსინჯოთ და ვნახოთ, როგორი იქნება; to suck it up ამერ. საუბ. ა) რაიმესთან შეგუება; რისამე გაძლება; ბ) რაიმესთვის თავის გართმევა; sucking diesel სლ. ძალზე წარმატებული; საქმე კარგად რომ აქვს; თავს კარგად რომ გრძნობს; "how are you this morning?" "Sucking diesel, mate, sucking diesel" "ამ დილას თავს როგორ გრძნობ?" – "ჩინებულად, მეგობარო, ჩინებულად".