1. 1) (with) რითიმე გატენა (˂გა˃ტენის), გავსება; the pillow was stuffed with feathers ბალიში ბუმბულით იყო გატენილი; under her bed, they found a bag stuffed with money მისი საწოლის ქვეშ ფულით გატენილი / სავსე ჩანთა იპოვეს; all the drawers were stuffed full of letters and papers ყველა უჯრა წერილებითა და ქაღალდებით / საბუთებით იყო გატენილი;
2) კულინ. სატენით / ფარშით ავსება (აავსებს), ფარშირება; რაიმეში სატენის / ფარშის ჩადება; are you going to stuff the turkey? ინდაურის ფარშით ავსებას / ფარშირებას აპირებ? red peppers stuffed with rice ბრინჯით გატენილი / ფარშირებული წითელი წიწაკები;
2. (into) საუბ. რაიმეში ჩატენა (˂ჩა˃ტენის), შეტენა, ჩაჩრა; he quickly stuffed a few clothes into a suitcase მან ჩემოდანში ნაჩქარევად ჩატენა / ჩაჩურთა ცოტაოდენი ტანსაცმელი; this case is absolutely full – I can't stuff another thing into it ეს ჩემოდანი პირთამდე სავსეა – შიგნით მეტს ვეღარაფერს ჩავტენი; she stuffed the money under a cushion მან ფული ტახტის ბალიშის ქვეშ შეტენა / შეჩურთა; his hands were stuffed in his pockets მას ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაჩრილი;
3. საუბ. ბევრი საჭმლის ჭმევა (აჭმევს), ვინმესთვის მუცლის ამოყორვა; don't stuff the kids with chocolate before their dinner სადილამდე ბავშვებს შოკოლადით ნუ გამოაძღებ; to stuff oneself ძღომამდე ჭამა, გამოძღომა, მუცლის ამოყორვა [შდრ. აგრ. ◇]; he just sat there stuffing himself with sandwiches იგი მაგიდასთან იჯდა და მუცელს სანდვიჩებით იყორავდა; the kids have been stuffing themselves with candy ბავშვები კანფეტებს იტენიან პირში;
4. ჩვეულ. pass ცხოველის ტყავის გავსება (
˂გა
˃ავსებს) / გატენა (
თივით, ნახერხით და სხვ. – ფიტულის დასამზადებლად),
ცხოველის ფიტულის დამზადება; a stuffed animal ცხოველის ფიტული; they've got a stuffed crocodile in the museum მუზეუმში ნიანგის ფიტული აქვთ; they had had their pet
dog stuffed ძაღლი მოუკვდათ და
სამახსოვროდ მისი ფიტული დაამზადებინეს;
◇ to stuff one's face საუბ. ძღომამდე ჭამა, გამოძღომა, მუცლის ამოყორვა [შდრ. აგრ. 3]; we stuffed our faces at the party წვეულებაზე კარგად გამოვძეხით / მუცლები ამოვიყორეთ; get stuffed საუბ. უხეშ. ა) წაეთრიე! წადი აქედან! ბ) თავში გიხლია! შენთვის დაიტოვე! არაფერში მჭირდება! smb. can stuff smth. საუბ. უხეშ. თავში უხლია რაიმე (უხეში ფორმით რაიმეზე უარის თქმისას და მისთ.); I told them they could stuff their job მათ ასე ვუთხარი, თავში გიხლიათ თქვენი სამსახური-მეთქი / თქვენთან მუშაობა არ მჭირდება-მეთქი; "all right. You can stuff your money!" he exploded "კარგი, გასაგებია. შეგიძლიათ თქვენი ფული თავში იხალოთ", თავი ვეღარ შეიკავა მამაკაცმა; stuff it საუბ. უხეშ. ≅ ჯანდაბა! ეშმაკმა დალახვროს! I didn't want a part in the play, then I thought — stuff it – why not? მაგ პიესაში როლის აღება არ მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე – დასწყევლოს ღმერთმა – რატომაც არა-მეთქი?! I thought, stuff it, I'll do what I want გავიფიქრე, კისერიც უტეხიათ / ეშმაკმა დალახვროს, რასაც მინდ იმას ვიზამ-მეთქი.