ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stuff I noun
[stʌf]
ბეჭდვა

1. საუბ. 1) საგანი, ნივთი, რაღაც (ითქმის რაიმე საგნის თუ ნივთიერების შესახებ ზოგადად, დაუკონკრეტებლად საუბრისას); what's that green stuff at the bottom of the bottle? ბოთლის ძირზე ეგ მწვანე რაღაც / ნივთიერება რა არის? the shop was burgled and a lot of stuff was stolen მაღაზია გატეხეს და უამრავი რაღაცები / ნივთები წაიღეს; they sell stationery and stuff (like that) ისინი საკანცელარიო საქონლით და ეგეთი რაღაცებით / რამეებით ვაჭრობენ; where's all my stuff? მთელი ჩემი პირადი ნივთები / ბარგი-ბარხანა სად არის? this wine is good stuff ეს ღვინო კაი რამეა; I don't know how you can eat that stuff! არ ვიცი, ეგეთ რამეს რა გაჭმევს! could you move all that stuff off the table? მაგიდიდან მთელ მაგ რაღაცებს / ყველაფერ მაგას ვერ აიღებ?

2) რაიმე, რამ, რაღაც (ითქმის რაიმე არამატერიალურის შესახებ ზოგადად, დაუკონკრეტებლად საუბრისას); I've got loads of stuff to do today დღეს უამრავი რაღაც / უამრავი საქმე მაქვს გასაკეთებელი; I like reading and stuff მიყვარს კითხვა და ეგეთი რაღაცები; there's a lot of interesting stuff in this book ამ წიგნში უამრავი საინტერესო რამ / რაღაცა წერია; all that stuff she has been saying about Lee is rubbish ყველაფერი ის, რასაც იგი ლის შესახებ ამბობს, სისულელეა;

2. მასალა; ნივთიერება; in all the potters house, is there one vessel made of better stuff then clay? მეთუნის მთელს სახლში ერთი ჭურჭელიც თუ არის დამზადებული თიხაზე უკეთესი მასალისგან? hemp, wool, flax, or other stuff wrought, shall be sold either at some market or other place ქერელი, მატყლი, სელი თუ სხვა დამუშავებული მასალა / ნედლეული უნდა გაიყიდოს ან რომელიმე ბაზარში, ან სადმე სხვა ადგილას;

3. წიგნ. რისამე არსი; parades and marches were the very stuff of politics in the region აღლუმები და მარშები ამ რეგიონის პოლიტიკის თვით არსს წარმოადგენდა; let's see what stuff you're made of ვნახოთ ერთი, რა მასალისგან ხარ ნაკეთი / რა კაცი ხარ; he was made of sterner stuff იგი უფრო მტკიცე ბუნებისა / ხასიათისა / ნებისყოფისა გახლდათ;

the hard staff საუბ. მაგარი ალკოჰოლიანი სასმელი; to do one's stuff საუბ. საკუთარი საქმის კარგად ˂გა˃კეთება; საკუთარი საქმისთვის ან მოვალეობისთვის თავის გართმევა; some members of the team are just not doing their stuff გუნდის ზოგიერთი წევრი ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც საჭიროა; the medicine has clearly done its stuff წამალმა აშკარად თავისი საქმე გააკეთა / იმოქმედა; not to give a stuff სლ. ʘ რაიმე არ ენაღვლება / არ ედარდება; stuff and nonsense საუბ. სისულელეა! ტყუილია!

study II stuff II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0390