1. სწავლა, მეცადინეობა, ცოდნის შეძენა; შესწავლა, ათვისება (რაიმე ახლისა); the study of English ინგლისური ენის ˂შე˃სწავლა; the study of English literature ინგლისური ლიტერატურის ˂შე˃სწავლა (კოლეჯში, უნივერსიტეტში); he spent the entire afternoon in study მთელი ნაშუადღევი სწავლაში / მეცადინეობაში გაატარა; an application to continue full-time study განაცხადი სრული კურსით / სასწავლო პროგრამით სწავლის გაგრძელების თაობაზე;
2. pl 1) წიგნ. სწავლა, მეცადინეობა (კოლეჯში, უნივერსიტეტში); to continue one's studies სწავლის / მეცადინეობის გაგრძელება (სასწავლო დაწესებულებაში); how are your studies coming along? შენი სწავლა / სწავლის საქმეები როგორ მიდის? I gave up my studies when I had the baby როდესაც შვილი შემეძინა, სწავლას თავი დავანებე;
2) მეცნიერება, მეცნიერების / კვლევის დარგი; სასწავლო საგანი; environmental studies გარემოსმცოდნეობა (ადამიანისა და სხვადასხვა სახის გარემოს ურთიერთქმედების შემსწავლელი სამეცნიერო დარგი) [შდრ. აგრ. ecology; environmental science]; social studies საზოგადოებათმცოდნეობა, სოციოლოგია (აგრ. როგორც აკადემიური დისციპლინა / სასწავლო საგანი); the department of business [media] studies ბიზნესის [მედიის / საინფორმაციო საშუალებების] საკითხთა კვლევების ფაკულტეტი (კოლეჯში ან უნივერსიტეტში); American studies ა) ამერიკანისტიკა (ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის, ისტორიის და ა.შ. შემსწავლელი მეცნიერება); ბ) ამერიკანისტიკა (აკადემიური დისციპლინა, სასწავლო საგანი); ლექციების კურსი ამერიკანისტიკაში (კოლეჯში ან უნივერსიტეტში); English studies ანგლისტიკა (მეცნიერების დარგი და აკადემიური დისციპლინა);
3. 1) განხილვა, ანალიზი; these proposals deserve careful study ეს წინადადებები გულდასმით განხილვას იმსახურებს; a report that deserves careful study ცნობა, რომელიც ყურადღებით განხილვას / დეტალურ ანალიზს იმსახურებს;
2) გამოკვლევა; to make / to carry out, to conduct / a study გამოკვლევის ჩატარება; this study shows [confirms, suggests] that … ეს გამოკვლევა გვაჩვენებს [ადასტურებს, მიუთითებს], რომ …; a detailed study of how animals adapt to their environment გარემოსთან ცხოველების შეგუების / ადაპტაციის ხერხების დეტალური გამოკვლევა; some studies have suggested a link between certain types of artificial sweetener and cancer ზოგიერთი გამოკვლევები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი გარკვეული ტიპის ხელოვნურ დამტკბობ ნივთიერებებსა და კიბოს შორის;
3) კვლევა, შესწავლა; the study of global problems გლობალური პრობლემების კვლევა / შესწავლა; the scientific study of earthquakes მიწისძვრების მეცნიერული კვლევა / შესწავლა; physiology is the study of how living things work ფიზიოლოგია ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების პრინციპის კვლევას / შესწავლას წარმოადგენს;
4. სა
მეცნიერო ნაშრომი, გამოკვლევა (
სტატია, წიგნი და მისთ.);
5. სამუშაო კაბინეტი; the headmaster's study სკოლის დირექტორის კაბინეტი;
6. 1) ხელოვნ. ეტიუდი, ესკიზი, ჩანახატი; a study of a flower [of Chartres Cathedral] ყვავილის [შარტრის ტაძრის] ესკიზი / ჩანახატი; a nude study შიშველი ნატურის ეტიუდი;
2) მუს. ეტიუდი (აგრ. étude); Chopin's piano studies შოპენის საფორტეპიანო ეტიუდები;
7. (in) წიგნ. რისამე განსახიერება, სრულყოფილი მაგალითი / ნიმუში; his face was a study in concentration მისი სახე კონცენტრაციის / ყურადღების განსახიერებას წარმოადგენდა;
◇ in brown study ფიქრებში / ოცნებებში წასული; საგონებელში ჩავარდნილი [იხ. აგრ. brown¹ II ◇].