ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

student noun
[ʹstju:dnt]
ბეჭდვა

1. სტუდენტი (უნივერსიტეტის ან კოლეჯისა); he was a student at the University of Chicago იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო / ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლობდა; a first year student at the University of Oslo ოსლოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი; a law student სამართლის შემსწავლელი / იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; a postgraduate / ამერ. graduate / student მაგისტრანტი; ასპირანტი; დოქტორანტი; a full-time student სრული კურსით მოსწავლე სტუდენტი (რომელიც თითოეულ სემესტრში სასწავლო პროგრამაში შემავალ ყველა საგანს გადის); a part-time student არასრული კურსით მოსწავლე სტუდენტი (რომელიც თითოეულ სემესტრში საგნების მხოლოდ მინიმალურ აუცილებელ რაოდენობას გადის); a research student ასპირანტი;

2. განსაკ. ამერ. სკოლის მოსწავლე; a 15-year-old high school student 15 წლის ასაკის საშუალო სკოლის მოსწავლე; any high school student could tell you the answer ამ კითხვაზე ნებისმიერი სკოლის მოსწავლე გიპასუხებს;

3. (of) რისამე შემსწავლელი , რითიმე დაინტერესებული ადამიანი; a keen student of human nature ადამიანის სულის კვლევით ღრმად დაინტერესებული პირი;

a student teacher სტუდენტი, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში პედაგოგიურ პრაქტიკას გადის; მასწავლებელ-პრაქტიკანტი; student union სტუდენტური კავშირი (უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტუდენტების ორგანიზაცია).

studded student teaching

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0514