ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია ძველი დიზაინი
Margaliti
Dictionary.ge
დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

struggle I noun
[ʹstrʌgl]
ბეჭდვა

1. 1) ბრძოლა (რისამე მისაღწევად ან რისამე წინააღმდეგ); a power [leadership] struggle ბრძოლა ძალაუფლებისთვის [ლიდერობისთვის]; a struggle for independence ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის; a struggle for existence [survival] ბრძოლა არსებობისთვის [გადარჩენისთვის]; the struggle between good and evil ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის; class struggle პოლიტ. კლასობრივი ბრძოლა (უპირატ. მარქსისტული მოძღვრების მიხედვით); he is engaged in a bitter struggle with his rival to get control of the company იგი ცხარე ბრძოლაშია ჩაბმული თავის მეტოქესთან კომპანიაზე კონტროლის მოსაპოვებლად; all countries should join together in the struggle against terrorism ტერორიზმთან ბრძოლაში ყველა ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ; she will not give up her children without a struggle იგი თავის შვილებს ბრძოლის გარეშე / უბრძოლველად არ დათმობს;

2) ფიზიკური ბრძოლა; ჭიდაობა, ჭიდილი; შეჭიდება, შებმა (ორ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფებს შორის); there were no signs of a struggle at the murder scene მკვლელობის ადგილზე ბრძოლის ნიშნები არ იყო; a struggle with an armed burglar ბრძოლა / შებმა შეიარაღებულ ბინის ქურდთან; after a struggle with the armed robber, the two police officers managed to arrest him შეიარაღებულ მძარცველთან ბრძოლის / ჭიდილის შემდეგ, პოლიციის ორმა თანამშრომელმა მისი დაკავება შეძლო;

2. ძალისხმევა, ძალების დაძაბვა; ძნელი საქმე, რთული ამოცანა (რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს); it will be a struggle to get there on time იქ დროულად მოხვედრა რთული იქნება; იქ დროულად მოსახვედრად ძალების დაძაბვა მოგვიწევს; it was a terrible struggle for him to accept her death ქალის გარდაცვალებასთან შეგუება მისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა; it was a real struggle to stay awake during the film ძალიან ძნელი იყო, ამ ფილმის ყურების დროს არ ჩაგძინებოდა; an uphill struggle განსაკუთრებით ძნელი / ძნელად შესასრულებელი საქმე; it's going to be an uphill struggle to get your ideas accepted ძალზე ძნელი იქნება / ძალზე გაგიჭირდება, შენი იდეების საზოგადოების მიერ აღიარებას მიაღწიო; I can lose weight but it is a real uphill struggle წონაში დაკლება შემიძლია, მაგრამ ნამდვილად ძალიან მიჭირს.

strudel struggle II

მეზობელი სიტყვები
უკანასკნელი დამატებები
სხვა ლექსიკონები