ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

strict adjective
[strɪkt]
ბეჭდვა

1. 1) მკაცრი, მომთხოვნი; a strict teacher მკაცრი მასწავლებელი; they were always very strict with their children შვილებთან / შვილების მიმართ ყოველთვის ძალიან მკაცრები იყვნენ;

2) მკაცრი, ზუსტად შესასრულებელი ან დასაცავი (ითქმის წესების და მისთ. შესახებ); strict rules [discipline] მკაცრი წესები [დისციპლინა]; you had strict instructions not to tell anybody შენ მკაცრი მითითებები გქონდა მოცემული, რომ ეს არავისთვის არ უნდა გეთქვა; she's on a very strict diet იგი ძალზე მკაცრ დიეტაზეა / ძალზე მკაცრ დიეტას იცავს;

2. მკაცრი, ამა თუ იმ წესებს ან პრინციპებს ზუსტად რომ იცავს (ითქმის ადამიანის შესახებ); a strict vegetarian მკაცრი ვეგეტარიანელი; a strict Muslim მკაცრი მუსულმანი; მუსულმანური რელიგიის პრინციპების მკაცრად დამცველი / ზუსტად მიმდევარი ადამიანი; he was raised a strict Catholic იგი მკაცრ კათოლიკედ / კათოლიკური ქრისტიანობის პრინციპების მკაცრ დამცველად აღზარდეს;

3. ზუსტი, მკაცრი, ზუსტად / მკაცრად განსაზღვრული; a strict interpretation of the law კანონის ზუსტი / სიტყვასიტყვითი შესრულება; it wasn't illegal in the strict sense of the word ეს არ იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ამ სიტყვის ზუსტი / მკაცრი მნიშვნელობით.

stricken II strictly

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0387