![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს; ˂და˃იჭიმება), გაჭიმვა; გაწელვა; the artist stretched the canvas tightly over the frame მხატვარმა მჭიდროდ / მაგრად (გა)დაჭიმა ტილო ჩარჩოზე; make sure that the rope is stretched tight დარწმუნდი, რომ თოკი მაგრად არის დაჭიმული; that elastic band will snap if you stretch it too far თუ ძალიან დიდზე გაჭიმავ / გაწელავ, ეგ ელასტიკური თასმა / ლენტი გაწყდება; my sweater stretched when I washed it გარეცხვის შემდეგ ჩემი სვიტრი გაიწელა / დაგრძელდა; is there any way of stretching shoes? ფეხსაცმელების გაჭიმვა / გადიდება არ შეიძლება? 2. (out) გაჭიმვა (˂გა˃ჭიმავს; ˂გა˃იჭიმება), გაშლა (ითქმის სხეულის / ხელ-ფეხის შესახებ); he switched off the alarm clock, yawned and stretched მან მაღვიძარა გამორთო, დაამთქნარა და გაიზმორა; she stretched out her arm to take the book მან ხელი გაშალა / გაიწვდინა წიგნის ასაღებად; he stretched himself out on the sofa and fell asleep ტახტზე გაიჭიმა / გაიშხლართა და დაიძინა; the exercises are designed to stretch and tone your leg muscles ეს ვარჯიშები თქვენი ფეხის კუნთების დასაჭიმად და გასაძლიერებლად არის განკუთვნილი; always stretch before exercising სანამ ვარჯიშს დაიწყებდე, ყოველთვის კუნთები გაიხურე / მოთელვა ჩაატარე ხოლმე; 3. 1) ʘ განფენილია, გადაჭიმულია, ვრცელდება (ამა თუ იმ ფართობზე ან სივრცეზე); fields and hills stretched out as far as we could see სადამდეც ჩვენი თვალი სწვდებოდა, სულყველგან მინდვრები და გორაკები იყო გადაშლილი; the long white beaches stretch for miles along the coast ზღვის სანაპიროს მრავალი მილის მანძილზე გრძელი, თეთრი პლაჟები მიუყვება; 2) ʘ გრძელდება, მოიცავს (დროის ამა თუ იმ პერიოდს); his career as a government official stretched over twenty years სახელმწიფო მოხელის რანგში მისი კარიერა ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა / ოც წელზე მეტ ხანს მოიცავდა; 3) ყოფნა (ეყოფა); ʘ რაიმეს გასწვდება; my budget won't stretch to a weekend at a health farm ჩემი ბიუჯეტი უიკენდის სანატორიუმში გატარებას ვერ გასწვდება; I need a new car, but my savings won't stretch to it ახალი მანქანა მჭირდება, მაგრამ ჩემი დანაზოგები ამას არ ეყოფა / ვერ გასწვდება; |
||||
![]() |
![]() |
|||
| stretch I | stretcher |