![]() |
|
![]() |
![]() |
|||||||||
![]() |
||||||||||||
|
1. 1) არე, ფართობი, მონაკვეთი; a beautiful stretch of countryside სოფლის მხარის თვალწარმტაცი რაიონი / ტერიტორია; this particular stretch of coast is especially popular with walkers ზღვის სანაპიროს ეს მონაკვეთი / ნაწილი განსაკუთრებით პოპულარულია ფეხით სეირნობის მოყვარულთა შორის; a particularly dangerous stretch of road გზის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთი / ნაწილი; you rarely see boats on this stretch of the river მდინარის ამ მონაკვეთში ნავებს იშვიათად თუ ნახავთ; 2) სპორტ. სარბოლი ტრასის სწორი მონაკვეთი; the home / final / stretch ა) ფინიშის სწორი; she looked certain to win as she entered the final stretch როდესაც იგი ფინიშის სწორზე გავიდა, მისი გამარჯვება უეჭველი ჩანდა; ბ) გადატ. "ფინიშის სწორი", რისამე დასკვნითი ეტაპი ან სტადია; the campaign has entered its final stretch კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა / დასკვნით სტადიაში შევიდა; 2. დროის მონაკვეთი, პერიოდი; they worked in four-hour stretches ისინი ოთხსაათიან მონაკვეთებად / პერიოდებად მუშაობდნენ; a stretch of three weeks without sunshine დროის სამკვირიანი პერიოდი მზის სინათლის / მზიანი ამინდის გარეშე; she doesn't leave the house for long stretches of time იგი სახლს დიდი ხნით არ ტოვებს ხოლმე; 3. დაჭიმვით გაშლა / გამართვა (ხელ-ფეხისა, სხეულისა); გაზმორება; კუნთების დაჭიმვა; I always have a good stretch when I get up in the morning ყოველ დილით, როდესაც ლოგინიდან ვდგები, ერთს კარგად გავიზმორები ხოლმე; we got out of the car and had a good stretch მანქანიდან გადმოვედით წელში კარგად გავიმართეთ და ხელ-ფეხი გავშალეთ; only do these more difficult stretches when you are warmed up ეს უფრო რთული გაჭიმვითი მოძრაობები / ვარჯიშები მხოლოდ მოთელვის შემდეგ გააკეთე; stay in this position and feel the stretch in your legs დარჩი ამ მდგომარეობაში და დაჭიმე ფეხის კუნთები / შეიგრძენი ფეხის კუნთების დაჭიმულობა; |
||||
![]() |
![]() |
|||
| stress-timed | stretch II |