ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stress II verb
[strɛs]
ბეჭდვა

1. 1) რაიმესთვის ხაზის გასმა (˂გა˃უსვამს); რაიმეზე აქცენტის გაკეთება, რისამე აქცენტირება / განსაკუთრებით გამოყოფა; რაიმეზე ყურადღების გამახვილება; რაიმესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება; the minister stressed the need for a peaceful solution მინისტრმა ხაზი გაუსვა პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას; I ought to stress that this was not a trial but an enquiry ხაზი უნდა გავუსვა / ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ეს სასამართლო გარჩევა კი არ იყო, არამედ საქმის გამოკვლევა; he stressed the importance of a good education მან ხაზი გაუსვა კარგი განათლების მნიშვნელობას; I must stress that everything I've told you is strictly confidential ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი რაც გითხარით, მკაცრად კონფიდენციალურია; it must be stressed that this disease is very rare უნდა აღინიშნოს / ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ეს დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდება;

2) ფონეტ. მახვილის დასმა (˂და˃უსვამს, ˂და˃სვამს); in the word "engine", you should stress the first syllable სიტყვაში "engine" მახვილი პირველ მარცვალს უნდა დაუსვა / პირველ მარცვალზე უნდა დასვა; the word "machine" is stressed on the second syllable სიტყვას "machine" მახვილი მეორე მარცვალზე დაესმის; which syllable is stressed in this word? ამ სიტყვაში მახვილი რომელ მარცვალს უნდა დაესვას / რომელ მარცვალს მოუდის?

2. (out) განერვიულება (˂გა˃ანერვიულებს; ˂გა˃ნერვიულდება), დაძაბვა, დაღლა; I try not to stress out when things go wrong ვცდილობ არ ვინერვიულო, როცა რაიმე პრობლემები იჩენს ხოლმე თავს; driving in cities really stresses me (out) ქალაქებში მანქანის ტარება ძალიან მძაბავს / მღლის; don't stress over it – we'll soon sort it out ამაზე არ ინერვიულო – მალე მოვაგვარებთ ყველაფერს.

stress I stressful

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0097