ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

strength noun
[strɛŋθ]
ბეჭდვა

1. ძალა; he pulled with all his strength but the rock would not move მან მთელი ძალით მოქაჩა, მაგრამ ქვა ადგილიდან არ იძვროდა; she didn't have the strength to walk any further ქალს ძალა აღარ ჰქონდა სიარულის გასაგრძელებლად; he had a physical strength that matched his outward appearance მას თავისი გარეგნული იერის შესაფერისი ფიზიკური ძალა ჰქონდა;

2. სიმაგრე; სიმტკიცე; გამძლეობა (მასალისა, ნივთისა); the strength of a rope თოკის სიმაგრე / გამძლეობა; strength of materials სპეც. მასალათა გამძლეობა (აბრევ. SOM); all our suitcases are tested for strength before they leave the factory ქარხნიდან გატანამდე ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა ჩემოდანს სიმტკიცეზე / გამძლეობაზე გამოცდა უტარდება; this projectile will test the strength of the tank's armour ეს ჭურვი ტანკის ჯავშნის სიმაგრეს / სიმტკიცეს შეგვამოწმებინებს;

3. 1) სიძლიერე; ძლიერება; Germany's economic strength გერმანიის ეკონომიკური სიძლიერე; the strength of an argument არგუმენტის სიძლიერე / დამაჯერებლობა; he showed great strength of character when he refused to accept the bribes ქრთამის აღებაზე უარის თქმით მან ხასიათის დიდი სიძლიერე / სიმტკიცე გამოავლინა; admitting you've made a mistake is a sign of strength, not weakness საკუთარი შეცდომის აღიარება სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტისა; much of the country's military strength lies in its missile force ქვეყნის სამხედრო ძლიერება უმთავრესად მის სარაკეტო შეიარაღებას ეფუძნება;

2) სიძლიერე, ინტენსიურობა (გრძნობისა, რწმენისა, ფერისა, არომატისა და სხვ.); I was surprised by the strength of her feelings გაკვირვებული დავრჩი მისი გრძნობების სიძლიერით; this view has recently gathered strength ბოლო დროს ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო გაძლიერდა / ამ თვალსაზრისმა საზოგადოებაში კიდევ უფრო მტკიცედ მოიკიდა ფეხი; the strength of the sunlight მზის შუქის სიძლიერე; chili peppers in varying strengths სხვადასხვა სიცხარის წიწაკები;

3) სიმაგრე, კონცენტრაცია (ხსნარისა, მედიკამენტისა და მისთ.); the strength of coffee [of tea] ყავის [ჩაის] სიმაგრე; the strengths of our beers range from 3% alcohol to 6% ჩვენ მიერ წარმოებული ლუდის სახეობათა სიმაგრე ალკოჰოლის შემცველობის 3%-დან 6%-მდე ფარგლებში მერყეობს / ვარირებს; the solution comes in two strengths სიმაგრის / კონცენტრაციის მიხედვით, ამ ხსნარის ორი ვარიანტი გამოდის / იწარმოება; I speak of choice wines which get strength with age მე ვგულისხმობ რჩეულ / საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც სიმაგრეს დავარგებასთან ერთად იძენენ;

streetlight strengthen

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0558