1. დაძაბული, შეწუხებული; he looked tired and strained იგი დაღლილი და დაძაბული / შეწუხებული ჩანდა; he spoke in a low, strained voice იგი ჩუმი და შეწუხებული ხმით ლაპარაკობდა;
2. დაძაბული, არაკეთილგანწყობილი (ითქმის სიტუაციის, გარემოს შესახებ); there was a strained atmosphere throughout the meeting მთელი შეხვედრის / კრების განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო სუფევდა; relations between the two families are strained ურთიერთობები ამ ორ ოჯახს შორის დაძაბულია;
3. არაბუნებრივი, ხელოვნური, ნაძალადევი; she gave a strained laugh მან ნაძალადევად გაიცინა.