ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

strain¹ II verb
[streɪn]
ბეჭდვა

1. 1) დაძაბვა (˂და˃იძაბება), დაძაბულად ცდა (რისამე გაკეთებისა, მიღწევისა); she was straining to keep her head above the water იგი იძაბებოდა / ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა თავი წყალზევით სჭეროდა; people were straining to see what was going on იქ მყოფნი დაძაბულად ცდილობდენ დაენახათ, რა ხდებოდა; I had to strain to hear the music უნდა დავძაბულიყავი / ძალიან უნდა მეცადა, მუსიკა რომ გამეგონა;

2) დაძაბვა (˂და˃ძაბავს), გამახვილება (სმენისა, მხედველობისა და მისთ.); I was straining my ears listening hard to hear what they were saying სმენას რაც კი შემეძლო ვძაბავდი რათა გამეგო, რას ამბობდნენ ისინი; don't strain yourself თავს ზედმეტად ნუ დაიძაბავ / ნუ დაიღლი;

2. დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს, და˃იჭიმავს), მეტისმეტად დაძაბვა / გადაღლა, ტკენა (კუნთისა, მყესისა, სხეულის ნაწილისა); I think I've strained a muscle in my neck მგონი, კისრის კუნთი დავიჭიმე / დამეჭიმა; I strained a muscle in my back playing squash სკვოშის თამაშისას ზურგის კუნთი დავიჭიმე; don't read in the dark. You'll strain your eyes სიბნელეში ნუ კითხულობ. თვალებს იტკენ;

3. 1) დაჭიმვა (˂და˃ჭიმავს; ˂და˃იჭიმება), გაჭიმვა; the barbed wire fence was strained to posts six feet high ბოძებზე ექვსი ფუტის სიმაღლის ეკლიანი მავთულის ღობე იყო გაჭიმული; I've put on such a lot of weight recently – this dress is straining at the seams ამ ბოლო დროს წონაში ძალიან მოვიმატე და ეს კაბა ნაკერებში დაჭიმულია / მიჭერს; a dog straining at its lead / leash / ძაღლი, თავის თასმას / ჯაჭვს რომ ქაჩავს / ექაჩება [იხ. აგრ. ];

2) დაძაბვა (˂და˃ძაბავს), გართულება; დიდი დატვირთვის ან ზეწოლის ქვეშ მოქცევა; the war is straining the defence budget ომი მძიმე ტვირთად აწვება თავდაცვით ბიუჯეტს; the dispute has strained relations between the two countries დავამ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა / გაართულა; he strained her tolerance to the limit იგი ქალის შემწყნარებლობას ბოროტად იყენებდა;

strain¹ I strain²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0447