ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

straighten verb
[ʹstreɪtn]
ბეჭდვა
(out) გასწორება (˂გა˃ასწორებს; ˂გა˃სწორდება); I straightened my tie and walked in ჰალსტუხი გავისწორე და შიგნით შევედი; the road bends here then straightens out აქ გზა უხვევს, შემდეგ კი სწორდება; can you straighten your leg? შეგიძლია, ფეხი გაასწორო / გაშალო?

to straighten out რისამე მოგვარება (˂მო˃აგვარებს), წესრიგში მოყვანა; there are several financial problems that need to be straightened out quickly არის რამდენიმე ფინანსური პრობლემა, რომლებიც სწრაფად უნდა მოგვარდეს / მოვაგვაროთ; I need time to straighten out my finances ჩემი ფინანსების მოსაწესრიგებლად დრო მესაჭიროება;

to straighten up 1) გასწორება (˂გა˃ასწორებს; ˂გა˃სწორდება), გამართვა (ითქმის სხეულის, მხრების და მისთ. შესახებ); he stood up and straightened his shoulders იგი ფეხზე წამოდგა და მხრები გაასწორა / მხრებში გაიმართა; I straightened myself up to answer the question პასუხის გასაცემად წელში გავსწორდი / გავიმართე; straighten up slowly, then repeat the exercise ten times ნელა გასწორდით წელში / გაიმართეთ, შემდეგ კი ათჯერ გაიმეორეთ ეს ვარჯიში;

2) მოწესრიგება (˂მო˃აწესრიგებს), წესრიგში მოყვანა; we managed to straighten up the house before our parents got home მოვახერხეთ მშობლების შინ დაბრუნებამდე სახლი მოგვეწესრიგებინა / დაგველაგებინა;

3) ამერ. გამოსწორება (˂გამო˃სწორდება), კარგად მოქცევა (ცუდად მოქცევის შემდეგ).

straight III straight flush

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0440