1. პირდაპირ, გზის გაუმრუდებლად; go straight on for about two miles until you come to some traffic lights სულ პირდაპირ იარეთ დაახლოებით ორი მილის მანძილზე, სანამ შუქნიშნამდე არ მიხვალთ; she looked me straight in the eye ქალმა მე პირდაპირ თვალებში შემომხედა; she was looking straight ahead იგი პირდაპირ წინ იყურებოდა; can't you see it? – it's straight ahead of you! ვერა ხედავ? – პირდაპირ შენ წინაა;
2. პირდაპირ, უშუალოდ, დაუყოვნებლივ; come straight home after school სკოლის შემდეგ პირდაპირ შინ მოდი; I was so tired I went straight to bed ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ პირდაპირ ლოგინში დავწექი; I'm going to the library straight after the class ბიბლიოთეკაში პირდაპირ / უშუალოდ გაკვეთილის შემდეგ მივდივარ; I'll come straight to the point—your work isn't good enough პირდაპირ საქმეზე / საქმის არსზე გადავალ – შენი ნამუშევარი არ ვარგა;
3. სწორად; sit up straight! სწორად დაჯექი! მხრებში გაიმართე! she pulled her hat straight ქალმა ქუდი გაისწორა;
4. პატიოსნად, გულწრფელად, პირდაპირ; tell me straight, doctor – is it serious? ექიმო, გულწრფელად / პირდაპირ მითხარით – ეს სერიოზულია? I told him straight that I didn't like him მე მას გულწრფელად / პირდაპირ ვუთხარი, რომ იგი არ მომწონდა; I told him straight to his face what I thought of him მე მას პირში ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე; are you playing straight with me? თქვენ ჩემთან პატიოსან თამაშს ეწევით / პატიოსნად იქცევით?
◇ to go straight გამოსწორება, პატიოსანი ცხოვრების დაწყება (ითქმის დამნაშავის შესახებ); straight away დაუყოვნებლივ; მაშინვე, იმწამსვე, უცბად; I'll do it straight away მე ამას დაუყოვნებლივ / ახლავე გავაკეთებ; I knew straight away what you were thinking იმწამსვე / იმწუთასვე მივხვდი, რას ფიქრობდი; straight out პირდაპირ, პატიოსნად, გულწრფელად; I told her straight out that I didn't love her anymore მე მას პირდაპირ / გულწრფელად ვუთხარი, აღარ მიყვარხარ-მეთქი; I just told him straight that I wouldn't do it ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, ამას არ გავაკეთებ-მეთქი.