ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

straight II adjective
[streɪt]
ბეჭდვა

1. 1) სწორი (მრუდე, მოხრილი, მიხვეულ-მოხვეული, მოგრეხილი და მისთ. რომ არ არის); a straight line სწორი ხაზი; a straight road სწორი / მიუხვევ-მოუხვეველი გზა; long straight hair გრძელი, სწორი თმა (ხვეულისგან განსხვავებით); keep your back straight! ზურგი გაასწორე! ზურგში გაიმართე! he was so tired he couldn't walk in a straight line იგი ისე იყო დაღლილი, რომ სწორად ვერ მიდიოდა / სიარულისას სწორ ხაზს ვერ მიუყვებოდა; straight angle მათ. ა) 180°-იანი კუთხე; two right angles make a straight angle, which is a straight line ორი მართი კუთხე ქმნის 180°-იან კუთხეს, რომელიც სწორ ხაზს წარმოადგენს; ბ) მოძვ. მართი კუთხე [იხ. აგრ. angle¹ I 1];

2) პირდაპირი, საითკენმე პირდაპირ მიმავალი; a straight punch to the face პირდაპირი დარტყმა სახეში;

2. სწორი, სწორ / ზუსტად ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი; that picture isn't straight ეგ სურათი სწორად არა კიდია / ცალ მხარეს დახრილია; that shelf's not straight ის თარო სწორად არა კიდია; is my tie straight? ჰალსტუხი სწორად მიკეთია? straight white teeth სწორი თეთრი კბილები;

3. მოწესრიგებული, წესრიგში მყოფი; it only took an hour to get the flat straight after the party წვეულების შემდეგ ბინის წესრიგში მოყვანას / დალაგებას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა; have you got a mirror? – I'll just put my hair straight სარკე ხომ არ გაქვს? ცოტა თმას მოვიწესრიგებ / დავივარცხნი;

straight I straight III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0131