ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stock I noun
[stɒk]
ბეჭდვა

1. 1) საქონლის მარაგი, ასორტიმენტი (მაღაზიაში არსებული); we'll have to order extra stock if we sell a lot more this week ამ კვირაში თუ კიდევ ბევრი გავყიდეთ, დამატებითი მარაგის შეკვეთა მოგვიწევს; that particular model is not currently in stock კონკრეტულად ეგ მოდელი ამჟამად ასორტიმენტში / გასაყიდად არა გვაქვს; I'm afraid that book's out of stock at the moment. Shall I order it for you? ვშიშობ, ეგ წიგნი მოცემული მომენტისთვის ასორტიმენტში არ არის / მთლიანად გაყიდულია. თუ გნებავთ, გამოგიწერთ / სპეციალურად თქვენთვის შევუკვეთ; we have a fast turnover of stock სწრაფი საქონელბრუნვა გვაქვს;

2) მარაგი, ფონდი; food stocks are running low სურსათის მარაგები ილევა; he keeps a stock of medicines in the cupboard კარადაში წამლების მარაგს ინახავს / წამლები აქვს მომარაგებული; to replenish stocks მარაგ˂ებ˃ის შევსება; the country has been building up its stock of weapons ეს ქვეყანა თავისი შეიარაღების მარაგს ზრდის; a country's housing stock ქვეყნის საბინაო ფონდი; word stock იხ. word-stock;

2. ეკონ. 1) სააქციო კაპიტალი (კომპანიისა); they own 20% of the company's stock ისინი კომპანიის სააქციო კაპიტალის 20%- ფლობენ; a share of stock წილი / პაი სააქციო კაპიტალში; აქცია;

2) ჩვეულ. pl განსაკ. ამერ. აქცია [შდრ. აგრ. share I 3]; the trading of stocks and shares აქციებით ვაჭრობა; common [preferred] stock ჩვეულებრივი [პრივილეგირებული] აქცია;

3) ობლიგაციები; ფასიანი ქაღალდები; government stock(s) სახელმწიფო ობლიგაციები / ფასიანი ქაღალდები;

3. საქონელი, შინაური ცხოველები (ძროხები, ცხვრები, ღორები და ა.შ.; აგრ. live-stock ან livestock); breeding stock სანაშენე საქონელი;

stitching stock II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0439