1. 1) ნესტარი; the sting of a bee ფუტკრის ნესტარი; the scorpion has a sting in its tail მორიელს კუდზე ნესტარი აქვს [შდრ. აგრ. ◇];
2) მსუსხავი ბეწვი (ჭინჭრისა და მისთ.);
2. 1) ნაკბენი, დანანესტრი (მწერისა და სხვ.); a wasp or bee sting is painful but not necessarily serious კრაზანის ან ფუტკრის ნაკბენი მტკივნეულია, მაგრამ ყოველთვის სერიოზული როდია; I got a wasp sting on the leg ფეხზე კრაზანამ მიკბინა;
2) ჭინჭრის და მისთ. მიერ დასუსხული ადგილი (კანზე);
3. მწვავე ტკივილი; წვა; she felt the sting of tears in her eyes თვალზე მომდგარი ცრემლებისაგან თვალებში წვა იგრძნო / თვალები აეწვა; the sting of salt in a wound ჭრილობაში მოხვედრილი მარილისგან გამოწვეული ტკივილი / წვა; the sting of defeat გადატ. დამარცხებით გამოწვეული ტკივილი / წყენა;
4. უპირატ. ამერ. სლ. 1) აფერა, თაღლითობა, თაღლითური ხრიკი; a bank employee was involved in the sting in which $5 million was stolen ბანკის თანამშრომელი გარეული აღმოჩნდა აფერაში / თაღლითობაში, რომლის შედეგადაც 5 მილიონი დოლარი იქნა მოპარული;
2) პოლიციის მიერ ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია, პოლიციის მიერ დაგებული "მახე" (დამნაშავეთა გამოსავლენად და შესაპყრობად) [იხ. აგრ. ⌇];
⌇ a sting operation to catch heroin dealers in Detroit დეტროიტში ჰეროინით მოვაჭრეთა დასაჭერად ჩატარებული საიდუმლო ოპერაცია;
◇ a sting in the tail საუბ. უსიამოვნო დაბოლოება (მოვლენისა, ნაამბობისა, ვისიმე სიტყვებისა და მისთ.); ≅ ბოლოში რისამე ჩაშხამება; to take the sting out of smth. რისამე შერბილება ან შემსუბუქება; she smiled to take the sting out of her words მან გაიღიმა, რათა საკუთარი სიტყვების / ნათქვამის ზემოქმედება შეერბილებინა; the new policy of shorter working hours will serve to take the sting out of the pay cut ახალი პოლიტიკა, რომელიც სამუშაო საათების შემცირებას ითვალისწინებს, ხელფასების შეკვეცით გამოწვეული უარყოფითი ეფექტის გასანეიტრალებლად არის გამიზნული.