ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stick II verb
[stɪk]
ბეჭდვა
(stuck)

I

1. (in, into) ჩარჭობა (˂ჩა˃არჭობს; ˂ჩა˃ერჭობა), ჩასობა; stick a fork into the meat to see if it's ready ხორცს ჩანგალი ჩაარჭვე და ნახე, მზად არის თუ არა; the nurse stuck the needle into my arm ექთანმა მკლავში ნემსი ჩამასო; a thorn stuck in her finger მას თითში ეკალი შეესო; I found a nail sticking in the tyre მანქანის საბურავში ჩარჭობილი ლურსმანი ვნახე;

2. მიწებება (˂მი˃აწებებს; ˂მი˃ეწებება), მიკვრა, მიმაგრება; I stuck a stamp on an envelope კონვერტს მარკა დავაკარი; we used glue to stick the broken pieces together ნამტვრევების შესაწებებლად წებო გამოვიყენეთ; I stuck the photos into an album ფოტოები ალბომში ჩავაწებე / ჩავაკარი; he stuck up a notice on the board with pins მან დაფაზე ჭიკარტებით განცხადება გა˂მო˃აკრა / მიამაგრა; her wet clothes were sticking to her body სველი ტანსაცმელი ქალს ტანზე ეკვროდა; this stamp won't stick properly ეს მარკა წესიერად არ ეწებება; the glue's useless – the pieces just won't stick წებო არ ვარგა – ნატეხები ერთმანეთს არ ეწებება; one newspaper dubbed him "Eddie the Eagle", and the name stuck ხატოვნ. ერთ-ერთმა გაზეთმა მას "ედი არწივი" შეარქვა და ეს სახელი მას "მიეწება" / ასევე შერჩა;

3. საუბ. 1) დადება (˂და˃დებს), დადგმა, დაწყობა, შედება, შედგმა, ჩაჩრა და ა.შ. (განსაკ. სწრაფად და დაუდევრად); stick your bags down there შენი ჩანთები იქ დადე / დააწყვე; "where shall I put these books?" "Oh, just stick them on the table for now" "ეს წიგნები სად დავდო?" – "დროებით უბრალოდ მაგიდაზე მიაწყვე / დაყარე"; just stick it in the microwave for a few minutes უბრალოდ, ორიოდე წუთით მიკროტალღოვან ღუმელში შეაგდე; he stuck a cigarette behind his ear, like a pencil მან სიგარეტი ფანქარივით ყურს უკან გაიჩარა [შდრ. აგრ. 3)];

2) ჩადება (˂ჩა˃დებს, ˂ჩა˃იდებს), ჩაყოფა, შეყოფა, ჩაჩრა და ა.შ. (ხელისა, თითისა, თავისა და სხვ.); he stuck his hands in his pockets and strolled off მან ხელები ჯიბეებში ჩაიწყო / ჩაიჩარა და აუჩქარებლად წავიდა; she stuck her fingers in her ears so that she couldn't hear the noise მან ყურები თითებით დაიცო, რათა ხმაური არ გაეგონა; don't stick your tongue out, it's rude! პირიდან ენას ნუ ყოფ, ეს უზრდელობაა! Peter stuck his head around the door and said, "Coffee, anyone?" პიტერმა კარში თავი შემოყო და იკითხა, ვინმეს ყავა ხომ არ გინდათო; stick 'em up! ვულგ. ხელები მაღლა! (ცეცხლსასროლი იარაღით მუქარისას);

3) ʘ გა˂მო˃ყოფილია, გამოშვერილია, ჩაჩრილია და ა.შ. [იხ. აგრ. to stick up]; the boy's head was sticking out of the window ბიჭს თავი ფანჯრიდან ჰქონდა გამოყოფილი; a cigarette sticking behind his ear მის ყურს უკან გაჩრილი სიგარეტი [შდრ. აგრ. 1)]; his ears stick out a bit ყურები ოდნავ გამოშვერილი აქვს;

stick I stick bombing

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0466