ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

step I noun
[stɛp]
ბეჭდვა

1. 1) ნაბიჯი; a baby's first steps ბავშვის პირველი ნაბიჯები; he took a step forward and then stopped მან წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა; we heard steps outside გარეთ ნაბიჯების ხმა გავიგონეთ; she moved a step closer to me იგი ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა; I had to retrace my steps several times before I found the shop სანამ მაღაზიას ვიპოვიდი, რამდენჯერმე მომიხდა უკან გაბრუნება; the hotel is only a short step from the beach სასტუმრო პლაჟიდან ძალზე ახლოსაა / სულ რამდენიმე ნაბიჯშია;

2) სიარულის მანერა, ნაბიჯი; he walked with a quick light step იგი სწრაფი, მსუბუქი ნაბიჯით მიდიოდა;

2. 1) ზომა, მოქმედება, ნაბიჯი; to take steps (to do smth.) ზომების მიღება (რისამე გასაკეთებლად / მისაღწევად); the president took immediate steps to stop the fighting პრეზიდენტმა დაუყოვნებელი ზომები მიიღო ბრძოლების შესაჩერებლად; we are taking steps to prevent pollution ზომებს ვიღებთ გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად; this will not solve the problem completely, but it is a step in the right direction ეს პრობლემას სრულად ვერ გადაჭრის, მაგრამ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია;

2) ეტაპი, სტადია, საფეხური [შდრ. აგრ. step by step; იხ. ]; record your result, and go on to step 3 ჩაიწერეთ თქვენი შედეგი და გადადით მე-3 ეტაპზე / საფეხურზე; the next step in the process პროცესის მომდევნო ეტაპი / სტადია / საფეხური; what's the next step in the programme? პროგრამის შემდეგი ეტაპი რაში მდგომარეობს?

3. 1) კიბის საფეხური; she was sitting on the bottom step of the staircase იგი კიბის ქვედა საფეხურზე იჯდა; we walked down some stone steps to the beach სანაპირომდე ქვის საფეხურებით ჩავედით [შდრ. აგრ. 2)];

2) pl გასაშლელი / დასადგმელი კიბე (აგრ. a pair of steps) [შდრ. აგრ. stepladder]; we need the steps to get into the attic სხვენზე ასასვლელად კიბე გვჭირდება; library steps საბიბლიოთეკო გასაშლელი / დასადგმელი კიბე;

in step (with) ა) ფეხშეწყობით, ნაბიჯის შეწყობით, ფეხის აყოლებით; ფეხაწყობილი (სიარულისას, ცეკვისას); the soldiers marched in step ჯარისკაცები ფეხშეწყობით მარშირებდნენ / მიდიოდნენ; ბ) გადატ. შესაბამისობაში / თანხმობაში მყოფი; იმავე აზრის / შეხედულებების მქონე; this time, Britain is in step with the rest of Europe ამჯერად დიდი ბრიტანეთი დანარჩენ ევროპასთან შეთანხმებულად მოქმედებს; television companies need to keep in step with public opinion ტელეკომპანიებმა საზოგადოებრივ აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ; out of step (with) ა) ფეხშეუწყობლად, ნაბიჯის შეუწყობლად, ფეხის აუყოლებლად; ფეხაუწყობელი (სიარულისას, ცეკვისას); I'm no good at dancing – I always get hopelessly out of step ცეკვა არ მეხერხება – მუსიკას ფეხს ვერასოდეს ვაყოლებ; ბ) გადატ. შეუსაბამობაში / წინააღმდეგობაში მყოფი; შეუთანხმებელი, განსხვავებული; განსხვავებული აზრის / შეხედულებების მქონე; she was out of step with her colleagues მას თავისი კოლეგებისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა; her views are out of step with government policy მისი შეხედულებები მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამება / ეწინააღმდეგება; this type of training is out of step with changes in the industry ამგვარი მომზადება არ შეესაბამება / არ ითვალისწინებს მოცემულ დარგში მომხდარ ცვლილებებს; step by step ა) თანდათანობით, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ; I'll explain it to you step by step მე შენ ამას თანდათანობით / ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნი; describe step by step how you went about achieving your goal ეტაპების მიხედვით / ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერეთ, როგორ ცდილობდით თქვენი მიზნის მიღწევას; ბ) (აგრ. step-by-step) თანდათანობითი, ეტაპობრივი; step-by-step instructions ეტაპობრივი ინსტრუქციები (ეტაპობრივად / ნაბიჯ-ნაბიჯ რისამე გასაკეთებლად); a step-by-step approach ეტაპობრივი მიდგომა (საკითხისადმი, პრობლემისადმი); ეტაპობრივი გადაწყვეტა / გადაჭრა (საკითხისა, პრობლემისა); watch / mind / your step ა) ფრთხილად იარე(თ); უყურე(თ), საით მიდიხარ(თ) / ფეხს სად ადგამ(თ); mind your step – the railing's loose ფრთხილად იარე – მოაჯირი მორყეულია; ბ) ფრთხილად იყავი(თ); ფრთხილად იმოქმედე(თ); you'd better watch your step – he's the boss here გიჯობს ფრთხილად იყო – იგი აქ უფროსია / ყველაფერს განაგებს.

stenography step II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0077