ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

start II verb
[stɑ:t]
ბეჭდვა

1. 1) დაწყება (˂და˃იწყებს); I start work at nine მუშაობას ცხრა საათზე ვიწყებ; when do you start your course? შენს სასწავლო კურსს / სწავლას როდის იწყებ? there's so much to do, I don't know where to start იმდენია გასაკეთებელი, რომ აღარ ვიცი, საიდან / რითი დავიწყო; they started building the house in January სახლის შენება იანვარში დაიწყეს; it's starting to rain წვიმას იწყებს;

2) დაწყება (˂და˃იწყება); what time does the film start? ფილმი როდის / რომელ საათზე იწყება? I was only five when World War II started მხოლოდ ხუთი წლისა ვიყავი, როდესაც II მსოფლიო ომი დაიწყო; ticket prices start at / from / £20 and go up to £100 ბილეთის ფასები 20 გირვანქა სტერლინგიდან იწყება და 100 გირვანქა სტერლინგამდე ადის; the moors start a little further to the north ტორფიანი ჭაობები აქედან ოდნავ უფრო ჩრდილოეთით იწყება;

2. 1) წარმოქმნა (წარმოქმნის), წამოწყება, დასაბამის მიცემა; we didn't want to start a panic არ გვინდოდა პანიკა გამოგვეწვია / აგვეტეხა; lightning started a fire that burned 500 acres მეხმა ცეცხლი / ხანძარი გააჩინა, რომელმაც 500 აკრის ფართობის ტერიტორია გადაწვა; oh, don't go trying to start an argument კარგი რა, კამათის წამოწყებას ნუ ცდილობ; other girls were starting rumours about me სხვა გოგონები ჭორებს მიყრიდნენ; to start a race რბოლისთვის სტარტის მიცემა (მაგ. პისტოლეტის გასროლით); the news started me thinking ამ ახალმა ამბავმა დამაფიქრა;

2) წარმოქმნა (წარმოიქმნება), გაჩენა; police believe the fire started in the kitchen პოლიცია თვლის, რომ ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა; I heard the beat of a drum start up fairly close by გავიგონე, საკმაოდ ახლოს როგორ ატყდა დოლის ცემა; have you any idea where the rumour started? თუ იცი, სად გაჩნდა / საიდან აგორდა ეს ჭორი?

3. (up) ამუშავება (აამუშავებს; ამუშავდება), დაქოქვა (ითქმის ძრავას, მანქანის და მისთ. შესახებ); he got onto his motor bike, started the engine and rode away იგი თავის მოტოციკლეტზე დაჯდა, ძრავა აამუშავა / დაქოქა და წავიდა; the car won't start მანქანა არ იქოქება; we heard an engine starting up in the street გავიგონეთ, როგორ ამუშავდა / დაიქოქა ქუჩაში მანქანა;

start I starter

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0449