ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stamp II verb
[stæmp]
ბეჭდვა

1. 1) ფეხის ბაკუნი (აბაკუნებს), ბრაგუნი; she stamped her foot in anger ქალმა ბრაზისგან ფეხი დააბაკუნა; it was so cold that I had to stamp my feet to keep warm ისე ციოდა, რომ იძულებული ვიყავი გასათბობად მიწაზე ფეხები მებაკუნებინა; the audience stamped and shouted მაყურებლები ფეხებს აბაკუნებდნენ / აბრაგუნებდნენ და ყვიროდნენ;

2) ფეხების ბაკუნით / ბრაგუნით სიარული (დადის), სვლა; she turned and stamped out of the room ქალი გატრიალდა და ფეხების ბაკუნით / ბრაგუნით გავარდა ოთახიდან; my mother stamped off down the stairs დედაჩემმა ფეხების ბრაგაბრუგით ჩაირბინა კიბეებზე;

3) (on) რაიმესთვის ფეხის ძლიერად დაბიჯება (˂და˃აბიჯებს) / დადგმა; ფეხით რისამე გათელვა / გასრესა; why did you stamp on that insect? იმ მწერს ფეხი რატომ დააბიჯე? she shrieked and started stamping on the cockroach ქალმა დაიკივლა და ტარაკანს ფეხის დარტყმა / ფეხით სრესა დაუწყო;

2. შტამპის / შტემპელის / ბეჭდის დასმა (˂და˃სვამს, ˂და˃უსვამს); დაშტემპელება; it is necessary to stamp your passport თქვენს პასპორტში შტამპის დასმაა / ჩარტყმაა აუცილებელი; stamp the date on all the letters ყველა წერილს თარიღის აღმნიშვნელი შტამპი დაუსვით; their faces were stamped with hostility ხატოვნ. მათს სახეებზე მტრული გამომეტყველება იყო აღბეჭდილი;

3. ჩვეულ. pass წერილისთვის მარკის დაკვრა (˂და˃აკრავს) / დაწებება;

to stamp out რისამე მოსპობა (˂მო˃სპობს), რაიმესთვის ბოლოს მოღება; to stamp out racism რასიზმის მოსპობა; the police are trying to stamp out this kind of crime პოლიცია ცდილობს ამ ტიპის დანაშაულს ბოლო მოუღოს.

stamp I stamped addressed envelope

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0419