ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

stalk² verb
[stɔ:k]
ბეჭდვა

1. მიპარვა (˂მი˃ეპარება), ფარულად მიახლოება; პარვით / ფარულად კვალდაკვალ დევნა; a cat stalking a bird კატა, ჩიტს რომ ეპარება; the lion was stalking a zebra ლომი ზებრას ეპარებოდა / ფარულად კვალდაკვალ მისდევდა; he stalked his victim as she walked home, before attacking and robbing her იგი შინ მიმავალ ქალს უჩუმრად აედევნა, შემდეგ კი თავს დაესხა მას და გაძარცვა;

2. ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვალდაკვალ დევნა (დასდევს), თვალთვალი, შეწუხება (ქალისა, ცნობილი პიროვნებისა და მისთ.); the actress claimed the man had been stalking her for two years მსახიობმა ქალმა განაცხადა, რომ ეს კაცი მას ორი წლის განმავლობაში კვალდაკვალ დასდევდა / არ ასვენებდა;

3. ამაყი, გაბრაზებული ან აგრესიული იერით სიარული (დადის) / სვლა; she turned and stalked out of the room in disgust ზიზღით აღვსილი, ქალი გატრიალდა და ამაყი / აღშფოთებული იერით გავიდა ოთახიდან; fear stalks the streets of the city at night ხატოვნ. ღამით ქალაქის ქუჩებში შიში დააბიჯებს / ქალაქის ქუჩები შიშითაა მოცული.

stalk¹ stall¹ I

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0405