ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

square IV verb
[skwɛə(r)]
ბეჭდვა

1. გასწორება (˂გა˃ასწორებს); გამართვა; გათანაბრება; he squared his shoulders მხრებში გაიმართა; his goal squared the game 1–1 მისმა გოლმა თამაშში წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 1:1 გახდა; to square accounts (with) ა) ვინმესთვის ანგარიშის გასწორება / ფულის დაბრუნება; ბ) გადატ. ვინმესთვის ანგარიშის გასწორება / სამაგიეროს გადახდა [იხ. აგრ. account I 1 1)];

2. (with) 1) შეთანხმება (˂შე˃ათანხმებს, ˂შე˃უთანხმებს); რაიმესთან თანხმობაში / შესაბამისობაში მოყვანა; the interests of farmers need to be squared with those of consumers ფერმერების ინტერესები მომხმარებელთა ინტერესებს უნდა შევუთანხმოთ; how do you square that with your religious beliefs? როგორ უთანხმებ ამას შენს რელიგიურ შეხედულებებს? განა ეს შენს რელიგიურ შეხედულებებს არ ეწინააღმდეგება? I think I'll be able to come, but I'll square it with my parents first ვფიქრობ, მოსვლას მოვახერხებ, მაგრამ ჯერ ეს მშობლებთან უნდა შევათანხმო / ჯერ მშობლებს ნებართვა უნდა ვთხოვო;

2) რაიმესთან თანხმობაში / შესაბამისობაში ყოფნა (არის); ʘ შეესაბამება, შეესატყვისება, შეეფერება; your theory does not square with the facts თქვენი თეორია ფაქტებს არ შეესაბამება / ფაქტებს ეწინააღმდეგება;

3. მათ. კვადრატში აყვანა (აიყვანს), საკუთარ თავზე გამრავლება (რიცხვისა) [შდრ. აგრ. squared 1];

to square away ამერ. მოგვარება (˂მო˃აგვარებს); თავის გართმევა (სირთულისთვის, პრობლემისთვის და მისთ.); don't you worry, we'll get things squared away ნუ გეშინია / არ იღელვო, ყველაფერს მოვაგვარებთ; to square off (against) ამერ. = to square up 2) და 3); to square up 1) (with) საუბ. ვინმესთვის ფულის დაბრუნება (˂და˃უბრუნებს, ˂და˃აბრუნებს); ვისიმე ვალის გასტუმრება; can I leave you to square up with the waiter? თუ შეიძლება, ცოტა ხნით დაგტოვებთ და ოფიციანტს გავუსწორდები / ფულს გადავუხდი; do you want to square up now or later? ახლავე გინდა გავსწორდეთ, თუ მოგვიანებით?

2) (to) ვინმესთან საბრძოლველად ან საჩხუბრად მომზადება (˂მო˃ემზადება); გაბედულად დახვედრა, შებმა, გამკლავება (ვინმესთან);

3) (to) რისამე გაბედულად დახვედრა (˂და˃ხვდება); გამკლავება, მოგვარება (სირთულისა, პრობლემისა და მისთ.);

to square the circle შეუძლებლის გაკეთების ცდა.

square III square-bashing

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0722