ახალი დიზაინის ცდა ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

square II adjective
[skwɛə(r)]
ბეჭდვა

1. კვადრატული, კვადრატული ფორმის მქონე; a large square room დიდი, კვადრატული ოთახი; a square piece of wood ხის კვადრატული ნაჭერი;

2. 1) კვადრატული მოხაზულობის მქონე; მართკუთხა, მართ კუთხეს რომ ქმნის (ითქმის რისამე მოხაზულობის ან სილუეტის შესახებ); the book had rounded, not square, corners წიგნს სწორი / მართი კუთხეები კი არ ჰქონდა, არამედ მომრგვალებული; a square face კვადრატული სახე; square shoulders კვადრატული მოხაზულობის / სწორი მხრები; he had a firm, square jaw მას მტკიცე ხასიათის გამომხატველი, კვადრატული ყბა ჰქონდა;

2) მასიური, ძლიერი, ფართო (ითქმის ადამიანის სხეულის, მისი ნაწილის და მისთ. შესახებ); a man of square build მკვრივი აგებულების / ჩასკვნილი ადამიანი; he was short and square იგი ტანდაბალი და ჩასკვნილი იყო;

3. 1) მათ. კვადრატული, კვადრატში აყვანილი (ითქმის რიცხვის შესახებ); a square number სრული კვადრატი, მთელი რიცხვის კვადრატი;

2) კვადრატული (გამოიყენება ფართობის საზომ ერთეულებში; აბრევ. sq); an area of 55 square kilometres / 55 sq km / 55 კვადრატული კილომეტრის / 55 კმ²-ის ფართობის ტერიტორია; the floor is 4 metres wide by 7 metres long so its total area is 28 sq metres / 28 sq m / იატაკის სიგანე 4 მეტრია, სიგრძე კი 7 მეტრი, ამდენად მისი საერთო ფართობი 28 კვადრატულ მეტრს / 28 მ²- შეადგენს;

3) ამა თუ იმ სიგრძის გვერდის მქონე (ითქმის კვადრატული ფორმის საგნების შესახებ); the picture is twenty centimetres square სურათის თითო გვერდის სიგრძე ოცი სანტიმეტრია; so you want carpet for a room that's six metres square მაშ თქვენ გჭირდებათ ხალიჩა ექვსი-ექვსზე მეტრის ოთახისთვის;

square I square III

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0734