ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

spirit I noun
[ʹspɪrɪt]
ბეჭდვა

1. სული, გონება, ადამიანის შინაგანი სამყარო; the power of the human spirit to overcome difficulties ადამიანის სულის / სულიერი ძალა, რომელიც სირთულეთა დაძლევაში ეხმარება მას; we seek harmony between body and spirit გვსურს მივაღწიოთ ჰარმონიას სხეულსა და სულს შორის; I'm 85, but I still feel young in spirit მე 85 წლის ვარ, მაგრამ შინაგანად / გულში თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ;

2. სული (პიროვნების არამატერიალური ნაწილი, რომელიც, რელიგიურ და სხვ. წარმოდგენათა მიხედვით, არსებობას სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს); აჩრდილი, მოჩვენება, ზებუნებრივი არსება; he is dead, but his spirit lives on იგი მკვდარია / გარდაიცვალა, მაგრამ მისი სული სიცოცხლეს განაგრძობს; it was believed that people could be possessed by evil spirits სწამდათ, რომ ადამიანებში შეიძლებოდა ავი სულები ჩასახლებულიყვნენ; Holy Spirit რელიგ. სული წმიდა;

3. პიროვნება, ამა თუ იმგვარი სულის ადამიანი; a brave spirit მამაცი სულის / გაბედული ადამიანი; kindred spirits მონათესავე სულები (მსგავსი გემოვნებისა და გატაცებების მქონე ადამიანები); she is a strong and independent spirit იგი ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანია;

spire spirit II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0403