ახალი დიზაინის ცდა ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

speed I noun
[spi:d]
ბეჭდვა

1. 1) სისწრაფე, სიჩქარე, სწრაფის / ჩქარის თვისება; she acted with speed and efficiency იგი სწრაფად და მარჯვედ მოქმედებდა; the bus was travelling at speed when it hit the wall როდესაც კედელს შეეჯახა, ავტობუსი სწრაფად / დიდი სისწრაფით მოძრაობდა; they were bemused by the speed of events ისინი განცვიფრებულნი დარჩნენ მოვლენათა განვითარების სისწრაფით;

2) სიჩქარე, მოძრაობის ტემპი; a speed of 100 kph საათში 100 კილომეტრის სიჩქარე; at high [low, full, top] speed მაღალი [დაბალი, მთელი / სრული, მაქსიმალური] სიჩქარით; travelling at the speed of light [sound] სინათლის [ბგერის] სიჩქარით მოძრავი; to pick up [to gather] speed სიჩქარის აკრეფა (ითქმის მატარებლის, მანქანის და მისთ. შესახებ); at breakneck speed ძალზე სწრაფად, სახიფათო / გიჟური სიჩქარით; თავქუდმოგლეჯილი;

3) სისწრაფე, სიჩქარე, მოქმედების ან მუშაობის ტემპი; the processing speed of the computer კომპიუტერის მუშაობის სისწრაფე / სიჩქარე; we aim to increase the speed of delivery ჩვენი მიზანია შეკვეთილი საქონლის ადგილზე უფრო სწრაფად მიტანა უზრუნველვყოთ;

2. ტექ. სიჩქარე (გადაცემათა კოლოფის / სიჩქარეთა გადამრთველის ერთ-ერთი საფეხური; განსაკ. შესიტყვებებში); a four-speed gearbox ოთხსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი; a ten-speed mountain bike ათსიჩქარიანი სამთო ველოსიპედი.

speech-writer, speechwriter speed II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0810