ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

span¹ I noun
[spæn]
ბეჭდვა

1. დროის მონაკვეთი, პერიოდი; ხანგრძლივობა; over a span of ten years, the company has made great progress ათი წლის განმავლობაში ამ კომპანიამ დიდ პროგრესს მიაღწია; the project must be completed within a specific time span პროექტი დროის კონკრეტული პერიოდის / კონკრეტული ვადის ფარგლებში უნდა დასრულდეს; it'll be difficult to hire that many new staff in such a short time span ასეთ მოკლე ვადაში ამდენი ახალი თანამშრომლის დაქირავება / აყვანა ძნელი იქნება; small children have a short attention span პატარა ბავშვებს ყურადღების დიდხანს ერთ რამეზე კონცენტრირება არ შეუძლიათ; seventy or eighty years is the normal span of a man's life სამოცდაათი-ოთხმოცი წელი ადამიანის სიცოცხლის ჩვეულებრივი / ნორმალური ხანგრძლივობაა [შდრ. აგრ. life-span];

2. მანძილი / სიგრძე რისამე ერთი ბოლოდან მეორემდე; სიგანე; the kite has a span of 1.5 metres ფრანის სიგანე 1,5 მეტრია; huge wings with a span of over a metre უზარმაზარი ფრთები, რომელთა სიგრძეც ერთი ბოლოდან მეორემდე / შლილიც ერთ მეტრს აღემატება [შდრ. აგრ. wingspan];

3. ავ. ფრთათშორისი განი (თვითმფრინავისა; აგრ. wingspan);

spam span¹ II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0125