ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

source noun
[sɔ:s]
ბეჭდვა

1. რისამე წყარო, დასაბამი; what is their main source of income? რა არის მათი შემოსავლის ძირითადი წყარო? our local library will be a useful source of information ჩვენი ადგილობრივი ბიბლიოთეკა ინფორმაციის სასარგებლო წყარო იქნება; renewable energy sources განახლებადი ენერგიის წყაროები; for me, music is a great source of enjoyment ჩემთვის მუსიკას უდიდესი სიამოვნება მოაქვს / მუსიკა უდიდესი სიამოვნების წყაროა; this word has its source in Greek ეს სიტყვა ბერძნული წარმომავლობისაა;

2. ჩვეულ. pl ინფორმაციის, ცნობების წყარო (ადამიანი, წიგნი ან დოკუმენტი); ინფორმატორი; he refused to name his sources მან უარი განაცხადა თავისი წყაროების / ინფორმატორების დასახელებაზე; we've heard from a reliable source that the terrorists are planning an attack სარწმუნო წყაროსაგან / ინფორმატორისგან შევიტყვეთ, რომ ტერორისტები თავდასხმას გეგმავენ; government sources indicated yesterday that cuts may have to be made გუშინ სამთავრობო წყაროებმა მიანიშნეს, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ხარჯების შეკვეცა; I've heard from reliable sources that the company is in trouble სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს; historians use a wide range of primary and secondary sources for their research ისტორიკოსები თავიანთი გამოკვლევებისთვის მრავალგვარ პირველად და მეორად წყაროებს იყენებენ; list all your sources at the end of your essay ყველა გამოყენებული წყაროს სია შენი ნაშრომის ბოლოში მოიყვანე;

3. მიზეზი, წყარო (განსაკ. პრობლემისა ან სხვ. უსიამოვნებისა); we've found the source of the trouble პრობლემის მიზეზს / წყაროს მივაგენით; a source of violence ძალადობის გამომწვევი მიზეზი; the recent name change has been the source of some confusion ცოტა ხნის წინანდელი სახელის შეცვლა გარკვეული დაბნეულობის / გაუგებრობის წყარო გახდა; money is often a source of tension and disagreements in young married couples ფული ხშირად ახალდაქორწინებულთა შორის დაძაბულობისა და უთანხმოებათა მიზეზი / წყარო ხდება ხოლმე;

sour II sour cherry

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0418