ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sound² I adjective
[saʊnd]
ბეჭდვა

1. გონიერი, კეთილგონიერი; გონივრული, კეთილგონივრული; სწორი; გამართლებული; he gave me some very sound advice მან ძალზე გონივრული რჩევა მომცა; a person of sound judgement საღად მოაზროვნე / კეთილგონიერი ადამიანი; ecologically [ideologically, theoretically] sound ეკოლოგიური [იდეოლოგიური, თეორიული] თვალსაზრისით სწორი / გამართლებული / მისაღები; the proposal makes sound commercial sense შემოთავაზებული წინადადება კომერციული თვალსაზრისით გონივრულია / მისაღებია; government bonds are a sound investment სახელმწიფო ობლიგაციები გონივრულად განხორციელებულ / საიმედო კაპიტალდაბანდებას წარმოადგენს; sound reasoning სწორი / ლოგიკური მსჯელობა;

2. 1) ჯანმრთელი, ჯანსაღი; უვნებელი, დაუზიანებელი (ითქმის ადამიანის, სხეულის და მისთ. შესახებ); considering his age, his body is quite sound მისი ასაკის გათვალისწინებით, მისი სხეული სავსებით ჯანმრთელია; to be of sound mind ʘ საღ ჭკუაზეა / გონებაზეა; სულიერად / ფსიქიკურად დაავადებული არ არის; we arrived home safe and sound შინ უვნებელნი და საღ-სალამათნი დავბრუნდით;

2) ჯანსაღი, სუფთა; ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ითქმის ჰაერის, საჭმლის და მისთ. შესახებ);

3. მტკიცე, მყარი, გამძლე; საიმედო, კარგ მდგომარეობაში მყოფი; the house needs attention but the roof is sound სახლს მიხედვა სჭირდება, მაგრამ სახურავი კარგ მდგომარეობაშია; the floor was completely sound იატაკი სავსებით მყარი იყო; is the building structurally sound? შენობა კონსტრუქციული თვალსაზრისით მტკიცეა / საიმედოა? a sound foundation ა) მყარი საძირკველი; ბ) მტკიცე საფუძველი; a sound economy კარგ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა; she could get her business on a sound footing for the first time პირველად მთელი ამ დროის განმავლობაში, მას შეეძლო თავისი კომერციული საქმიანობისთვის ფინანსურად მყარი / სტაბილური მდგომარეობა უზრუნველეყო;

sound¹ II sound² II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0488