1. სახეობა, სახე; კლასი, კატეგორია, ტიპი; what sort of music do you like? რა სახის / რანაირი მუსიკა მოგწონთ? what sort of shoes does she wear? რანაირ ფეხსაცმელებს იცვამს / ატარებს? this sort of problem is quite common ამ სახის / ამგვარი პრობლემა საკმაოდ ხშირია; this sort of camera is very expensive ამ ტიპის / ამნაირი კამერა ძალიან ძვირი ღირს; we saw all sorts of animals in the park პარკში მრავალი სახის / ათასნაირი ცხოველი ვნახეთ; he's the sort of person who only cares about money იგი ისეთი ტიპის / ყაიდის კაცია, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს; many sorts of bacteria are resistant to penicillin მრავალი სახის ბაქტერიები პენიცილინის მიმართ რეზისტენტული / მდგრადი არიან; there were snacks – peanuts, olives, that sort of thing საუბ. მსუბუქი საუზმეული იყო – არაქისი, ზეთისხილი და ეგეთი რაღაცები;
2. საუბ. პიროვნება, ადამიანი, "ტიპი"; he seemed like a decent sort to me ჩემზე იგი წესიერი / პატიოსანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა; my brother would never cheat on his wife; he's not that sort ჩემი ძმა ცოლს არასოდეს მოატყუებს / უღალატებს; მაგის კაცი / ეგეთი ტიპი არ გახლავთ;
◇ a sort of საუბ. რაღაც რისამე მსგავსი, რაღაცნაირი; can you hear a sort of ticking noise? გესმის რაღაც წიკწიკის მსგავსი ხმა? I had a sort of feeling that he wouldn't come რაღაც ისეთი გრძნობა მქონდა, რომ იგი არ მოვიდოდა; they're a sort of greenish-blue colour რაღაც მომწვანო-ლურჯი ფერისაა; sort of საუბ. რამდენადმე, გარკვეულწილად; რაღაცნაირად, თითქოს; დაახლოებით; she sort of pretends that she doesn't really care იგი რაღაცნაირად თავს ისე გვაჩვენებს, თითქოს ეს სავსებით არ ადარდებდეს; I'd sort of like to go, but I'm not sure წასვლა თითქოს მინდა, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ; "do you see what I mean?" "Sort of" "ხვდები, რას ვგულისხმობ?" – "დაახლოებით"; we're sort of doing it the wrong way ჩვენ ამას რაღაც არასწორად ვაკეთებთ; it's sort of silly, but I'd like a copy of the photograph ეს ცოტა არ იყოს სულელურად ჟღერს, მაგრამ ამ ფოტოსურათის ასლი მინდა, თუ შეიძლება; of sorts აგრ. of a sort საუბ. ერთგვარი, თავისებური, რაღაცნაირი (ითქმის რაიმე უჩვეულოს ან არცთუ კარგის შესახებ); he offered us an apology of sorts მან რაღაც ბოდიშის მსგავსი გვითხრა; he managed to make a curtain of sorts out of an old sheet ძველი ზეწრისგან ერთგვარი ფარდის გაკეთება მოახერხა; the training camp actually became a tourist attraction of sorts საწვრთნელი ბანაკი ფაქტობრივად თავისებურ ტურისტულ ობიექტად იქცა; nothing of the sort ემოც.-გამაძლ. არაფერი ამგვარი / მსგავსი; out of sorts ა) უგუნებოდ, ცუდ ხასიათზე მყოფი; ბ) შეუძლოდ, უქეიფოდ მყოფი; it takes all sorts (to make a world) ანდ. ≅ ამქვეყნად ათასნაირი ხალხი არსებობს (ითქმის ვისიმე უცნაური ან ექსცენტრული საქციელის შესახებ); he goes climbing up cliffs without ropes or anything? Oh well, it takes all sorts კლდეებზე თოკების და ყველაფრის გარეშე დაცოცავს? ღმერთო, რას არ გაიგებ / რამდენი უცნაური დადის ამ ქვეყანაზე! what sort of time do you call this? საუბ. რა დროა ახლა, შენი აზრით? (ითქმის დაგვიანებულისთვის საყვედურის თქმისას).