ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

sorry I adjective
[ʹsɒrɪ]
ბეჭდვა

1. predic რისამე გამო შეწუხებული / დამწუხრებული; გულნატკენი, ნაწყენი (მომხდარის გამო); I'm sorry that your husband lost his job ვწუხვარ, შენმა ქმარმა სამუშაო რომ დაკარგა; I am sorry that we have to leave so soon ვწუხვარ, ასე მალე რომ გვიხდება აქედან წასვლა; I was sorry to hear that you've been ill შევწუხდი / მეწყინა, როდესაც გავიგე, რომ ავად ყოფილხართ; "would you like to come to dinner on Friday?" "I'm sorry, I'm busy that evening" "პარასკევს სადილად ხომ არ გვეწვეოდით?" – "ვწუხვარ, მაგრამ / სამწუხაროდ მაგ საღამოს არა მცალია"; I'm sorry, I don't agree with you. I think we should accept the offer ვწუხვარ, მაგრამ / სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით. ვფიქრობ, შემოთავაზებული წინადადება უნდა მივიღოთ; I'm sorry to tell you that … გულისტკივილით უნდა გითხრათ, რომ / სამწუხაროდ …; I'm sorry, but all the flights to Athens are fully booked ვწუხვარ, მაგრამ ათენის მიმართულებით მიმავალ ყველა ავიარეისზე ბილეთები გაყიდულია;

2. predic (for, about) რისამე გამო რომ წუხს, რაიმეს რომ ნანობს; საკუთარი საქციელის რომ რცხვენია (უპირატ. იხმ. მობოდიშებისას); I'm awfully sorry for spilling that coffee ძალიან ვწუხვარ, ყავა რომ დამეღვარა; I'm sorry I've kept you all waiting ვწუხვარ / ბოდიში, ყველანი რომ გალოდინეთ; I'm really sorry. I didn't mean to hurt your feelings დიდი ბოდიში / უკაცრავად, თქვენი წყენინება არ მინდოდა; if you say you're sorry we'll forgive you გაპატიებთ, თუ ბოდიშს მოიხდი / იტყვი, რომ შენს საქციელს ნანობ; he says he's really sorry for taking the car without asking იგი ამბობს, ძალიან მრცხვენია, მანქანა უნებართვოდ რომ წავიყვანეო; I'm sorry to disturb you so late in the evening, but I wonder if you can help me ვწუხვარ / ბოდიში, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ მინდა გკითხოთ, ხომ ვერ დამეხმარებით; I'm sorry – you were saying? უკაცრავად, რა თქვით?

3. predic (for) ვისიმე მიმართ სიბრალულით აღსავსე, ვინმე რომ ებრალება / ეცოდება; to feel / to be / sorry for smb. ʘ ვინმე ებრალება / ეცოდება; I felt sorry for the poor boys working for him მეცოდებოდნენ მასთან მომუშავე საბრალო ბიჭები; I feel very sorry for the families of the victims ძალზე მეცოდებიან / მებრალებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები; I was sorry for her. She seemed so lonely მე იგი მებრალებოდა. იგი ხომ ძალზე ეული ჩანდა; to feel sorry for oneself კიცხვ. ʘ საკუთარი თავი ებრალება / ეცოდება; საკუთარი მდგომარეობით, ცხოვრებით და მისთ. უკმაყოფილოა; stop feeling sorry for yourself and think about other people for a change გეყოფა საკუთარი თავის სიბრალული და ცოტა სხვებზეც იფიქრე; he sounded very sorry for himself on the telephone ტელეფონით საუბრისას ხმაზე ეტყობოდა, რომ თავი ძალიან ებრალებოდა;

sorrowfully sorry II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0170